19.აპრილი.2016 10:03
ბიზნესი

"თბილისში საოფისე ფართებზე მოთხოვნა მზარდია, ბიზნესცენტრების რაოდენობა კი საკმარისი არაა"

"თბილისში საოფისე ფართებზე მოთხოვნა მზარდია, ბიზნესცენტრების რაოდენობა კი საკმარისი არაა"
საქართველოში საოფისე ფართებზე მოთხოვნა მიწოდებას აღემატება, - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" რეალტორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა და "რემაქს კაპიტალის" მმართველმა პარტნიორმა განუცხადა. მარიამ ასათიანის თქმით, დღეს თბილისში არსებული ბიზნესცენტრების რაოდენობა საკმარისი არ არის.

"კომერციული ფართები უფრო მიმზიდველი გახდა და ამ კუთხთ მოთხოვნაზე მატებაც კი გვაქვს, თუმცა მიწოდება ნაკლებია. თბილისში ბიზნესცენტრების რაოდენობა ნაკლებია და ოფისების დიდი წილი ჯერაც საცხოვრებელ სახლებშია განთავსებული. საცხოვრებელ სახლებშო ოფისის ქირაობა უფრო იაფი იყო, ვიდრე ეს ბიზნესცენტრშია, ამის გამო ბიზნეს ცენტრებში ფართების ფასმა იკლო, თუმცა საკმარისი რაოდენობის არ არის", - აცხადებს მარიამ ასათიანი. მისივე თქმით, ბიზნეს ცენტრებში საკმაოდ ცოტაა იმ ფართების რაოდენობა, რომელიც იყიდება, თუმცა კომერციული ფართების ღირებულება სტაბილურად მდგრადია.

ასათიანი ამბობს, რომ ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა არ შეცვლილა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში დაახლოებით 25%-იანი კლება დაფიქსირდა საცხოვრებელი სახლების იჯარის ფასზე, რის მიზეზადაც ასათიანი ახალი საცხოვრებელი კორპუსების დასრულებას ასახელებს. "ბაზარზე ახალი ბინები გამოჩნდა, რადგან საკმაოდ ბევრი მშენებლობა დასრულდა. როგორც კი დაიკლო საიჯარო ფასმა, ამან თავისთავად იმოქმედა გასაყიდ ფასზეც, რადგან ბევრი კლიენტი ბინას იმისთვის ყიდულობს, რომ შემდგომ ის გააქირავოს".



16.თებერვალი.2019 11:20
1808

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
149

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2345

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
120

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
986

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
856

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად