10.იანვარი.2019 16:05
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

"TBC-ის კაპიტალის გასაზრდელად მოზიდულ იქნა $80 მლნ და მასში შედიოდა „სამგორიდან“ აღებული $17 მლნ-ც“

"TBC-ის კაპიტალის გასაზრდელად მოზიდულ იქნა $80 მლნ და მასში შედიოდა „სამგორიდან“ აღებული  $17 მლნ-ც“
„TBC ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტებას აკეთებს.

ადვოკატის თქმით, 2007-2008 წლებში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კრედიტორებისგან ისესხეს თანხები ბანკის კაპიტალის გასაზრდელად.

„ჯამში, მოზიდული იქნა დაახლოებით, 80 მილიონი $ სხვადასხვა კერძო პირებისა და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებიდან, მათ შორის ამერიკული, ბრიტანული, ჰოლანდიური ფონდებისგან. ამ თანხაში შედიოდა „სამგორიდან“ აღებული ხსენებული 17 მილიონი დოლარი. აღნიშნული თანხები მოხმარდა ბანკის საჭიროებებს, მათ შორის ბანკის კაპიტალის გაზრდას. არცერთი თეთრი არ გამოყენებულა სხვა მიზნებისათვის, რაც თეორიულადაც კი გამორიცხავს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის (‘ფულის გათეთრების’) ნიშნებს.

· არაიურისტებისთვის განვმარტავ: ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო, რათა მას მიეცეს კანონიერი სახე. ვციტირებთ შესაბამის მუხლს:

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა...“

· აღნიშნული ტრანსაქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიწოდებული აქვს როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე პროკურატურას. სასამართლოში დაკითხვის დროს როგორც მამუკა ხაზარაძემ, ასევე ბადრი ჯაფარიძემ ამომწურავად უპასუხა გამოძიების ყველა კითხვას.

· ვფიქრობ ეს განმარტებები საკმარისია, რომ პასუხი გაეცეს ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას და შეწყდეს ამ ტერმინების გამოყენება.

· მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მზად არიან პასუხი გასცენ აღნიშნულ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას“, - აცხადებს ზვიად კორძაძე.

ავტორი: თელარა გელანტია



21.იანვარი.2019 13:59
12

საქართველოს და ლიეტუვას პრემიერებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს

ვრცლად
21.იანვარი.2019 13:46
107

„სილქნეტის“ ტარიფები იზრდება, აბონენტები ნომრის მომსახურების ფულსაც გადაიხდიან

ვრცლად
21.იანვარი.2019 13:37
53

„ჩვენი მიზანია, ვიყიდოთ კარგი ავტობუსები - არასოდეს ვქექავთ, ვინ ვისი შემწირველია“

ვრცლად
21.იანვარი.2019 12:57
75

ევროკავშირში ექსპორტი 11,5%-ით გაიზარდა- მთავარი საექსპორტო ბაზარი ბულგარეთია

ვრცლად
21.იანვარი.2019 11:46
68

27 ახალი სკოლის მშენებლობაზე წელს 65 მილიონი ლარი დაიხარჯება

ვრცლად
21.იანვარი.2019 11:16
3379

საქართველოში მერაია ქერის კონცერტი გაიმართება

ვრცლად