15.აპრილი.2016 13:34
ეკონომიკა

"სსფ-ს პროგრამის მიმოხილვის დაუსრულებლობის მთავარი მიზეზი საფინანსო ზედამხედველობის შესახებ კანონი იყო"

"სსფ-ს პროგრამის მიმოხილვის დაუსრულებლობის მთავარი მიზეზი საფინანსო ზედამხედველობის შესახებ კანონი იყო"
გასულ წელს, სავალუტო ფონდის პროგრამის დაუსრულებლობის მთავარი მიზეზი, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები იყო, - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში ფონდის რეგიონალურმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ფონდი შიშობდა, რომ სტრუქტურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფა ბანკების ზედამხედველობის დამოუკიდებლობას შეასუსტებდა. თუმცა, როგორც აზიმ სადიკოვმა აღნიშნა, მთავრობამ სავალუტო ფონდი დაარწმუნა, რომ საბანკო ზედამხედველობა დამოუკიდებელი იქნება.
 
- სავალუტო ფონდის მისიას თბილისში მაისში მოელიან. ფონდის მისიის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ თუ დისკუსია საქართველოს მთავრობასთან მთელ რიგ საკითხებზე და მათ შორის, საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, წარმატებით წარიმართებოდა, პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვა მიმდინარე წლის დასაწყისში დასრულდებოდა. უნდა ველოდოთ, რომ ჯერ დაუსრულებელი ორი მიმოხილვა ამ დათქმის მიხედვით დასრულდება?

- სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი დაგეგმილია მაისის შუა რიცხვებში, მაგრამ ამ მისიის ძირითადი მიზანი იქნება კონსულტაციები შეთანხმების ე.წ. მეოთხე მუხლის ფარგლებში. ეს კონსულტაციები ტარდება სავალუტო ფონდის წევრ თითოეულ ქვეყანასთან როგორც წესი წელიწადში ერთხელ და მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების შეფასებას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შესაბამისი პროგნოზების გაკეთებას, რისკებისა და გამოწვევების განსაზღვრას, რომელთა წინაშე დგას ქვეყნის ეკონომიკა ამჟამად. ასევე, იმის განსაზღვრას, თუ რა არის საუკეთესო პოლიტიკა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

- თუმცა, მიმდინარე კვირაში ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრისას იმსჯელებენ პროგრამის მიმდინარეობის საკითხებზეც და სავარაუდოა, რომ ქართული მხარე შეეცდება გარკვეული შეთანხმების მიღწევას...

- დიახ. საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს კონსულტაციები და როგორც იცით, გასულ წელს ვერ შევძელით დაგვესრულებინა პროგრამის მიმოხილვა, რისი მთავარი მიზეზი იყო კანონი, რომელმაც მიგვიყვანა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნამდე.

ჩვენ ვშიშობდით, რომ ეს შეასუსტებდა საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობასა და ხარისხს. ჩვენი რჩევა იყო მთავრობის მიმართ, შეენარჩუნებინა საბანკო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში. ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ უკვე მივაღწიეთ საკმაოდ კარგ პროგრესს, მთავრობამ დაგვარწმუნა, რომ საბანკო ზედამხედველობა დარჩება აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მაღალხარისხიანი, თუმცა არის მთელი რიგი სხვა საკითხები, რომლებიც უნდა გადავჭრათ მთავრობასთან ერთად, რათა პროგრამის მიმოხილვის დასრულებისკენ წინ წავიწიოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ეს საკითხები იქნება ქართული დელეგაციის დღის წესრიგში.
ავტორი: ანა ცხოვრებოვა



18.ოქტომბერი.2018 13:27
51

ნენსკრა ჰესის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ნოემბერში განახლდება

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 12:25
112

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციები

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 11:41
182

ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ბერკეტი ექსპორტის განვითარებაა

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 11:00
400

2019-ში ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2006 წლის საქართველოს ბიუჯეტზე მეტი იქნება

ვრცლად
18.ოქტომბერი.2018 09:15
103

“ბიუჯეტის ხარჯების შეკვეცა ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია”

ვრცლად
17.ოქტომბერი.2018 19:00
150

ქუთაისში წარმოებული მინა-პლასტმასის არმატურა ევროპაში იყიდება

ვრცლად