მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტყვია ჰაერში" - მთავრობის გეგმები

BM.GE
06.05.19 10:29
825
ცოტა ხნის წინ გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით პირველი ეროვნული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა რომლის მიხედვითაც საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), მათ შორის, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს. ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა 5-დან 10 მკგ/დლ-მდეა.


ამ კვლევის შედეგების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გეგმავენ შეიმუშაონ ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების კვლევას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით; რა როლი ექნება ამ პროცესში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს?

სტუმარი: ნოე მეგრელიშვილი -გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი