მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგზაო ნიშნის საქმეზე მოქალაქემ ახალქალაქის მერიას სასამართლო მოუგო

BM.GE
08.05.19 09:17
631
ახალქალაქის მერიას, ჭავჭავაძის ქუჩაზე ხუთი თვის წინ დადგმული მანქანის გაჩერების ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟი მოუწევს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დღეს, შვიდ მაისს გამოიტანა.ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიის ეკონომიკის სამსახურის გადაწყვეტილებით გასული წლის დეკემბერში დადგეს. ეს კი ამავე ქუჩაზე მდებარე კომერციული ობიექტების მეპატრონეების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ მერიამ მათ ქუჩაზე საგზაო ნიშანი უკანონოდ დადგა და მის დემონტაჟს ითხოვდნენ, მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი კი ირწმუნებოდა, რომ გადაწყვეტილება კანონიერი იყო და ამკრძალავი საგზაო ნიშანი მოსახლეობის განცხადების საფუძველზე დაამონტაჟდა. ამ ქუჩაზე ერთ–ერთმა მცხოვრებმა მიხეილ ღრმაჯიანმა, რომელსაც აქ ტოტალიზატორი აქვს, ახალქალაქის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის მარტში შეიტანა და საგზაო ნიშნის დემონტაჟი მოითხოვა. სასამართლომ მას სარჩელი დაუკმაყოფილა და მერიას ამკრძალავი საგზაო ნიშნის დმეონტაჟი დაავალა. გაასაჩივრებს თუ არა ახალქალაქის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯერ უცნობია.

 http://sknews.ge/index.php?newsid=22504.