14.სექტემბერი.2018 12:21
საზოგადოება

"სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი, რაც ძალიან დიდი შეცდომაა"

"სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი, რაც ძალიან დიდი შეცდომაა"
დღეს სამწუხაროდ, სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი, რაც ძალიან დიდი შეცდომაა და მას აუცილებლად გამოვასწორებთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარება ნებისმიერ ასაკში. პრემიერ-მინისტრის თქმით, სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან განათლება ადრეული ასაკიდან აისახება განვითარების შემდეგ საფეხურებზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2019 წლის შემოდგომაზე მთავრობა წარადგენს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც უზრუნველყოფილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა - განათლება გახდება დომინანტი სექტორი საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ 10 ან 11%-იანი წილი.

„21-ე საუკუნეში ვერც ერთი სახელმწიფო და ვერც ერთი ეკონომიკა იქნება წარმატებული, თუ ის არ ეფუძნება ადამიანური კაპიტალის შექმნას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმთ, მთავრობა ასევე იწყებს რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებად.

„ამ რესურსების მოწოდებას მოახდენს როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორი, რომელიც უკვე გამოხატავს მზაობას განათლების რეფორმაში მონაწილეობისთვის. უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ამ მიმართულებით გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა. ბევრი მათგანი დღევანდელ შეხვედრას ესწრება და მინდა, მათ დიდი მადლობა გადავხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების რეფორმა განხორციელდება ხუთი მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.



20.ნოემბერი.2018 22:10
935

"14% ცდომილება სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია"

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 19:00
95

13 წლის გოგონას გამოგონება უსინათლოებისთვის

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 17:43
107

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 15:19
59

საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:19
53

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 14:02
51

"ვენდის" ამერიკულ რესტორნებში მონატრებული პრეტცელ ბურგერი დაბრუნდა

ვრცლად