მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტ "ახტალას" რეაბილიტაცია

BM.GE
09.05.19 09:18
1000
სამკურნალო-ბალნეოლოგიური კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „ახტალას“ დირექტორი გიორგი უტიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ტერიტორიაზე ძველი შენობების ნაწილის დანგრევა მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ისრაელის კომპანია არქიტექტურულ პროექტს სავარაუდოდ ზაფხულისთვის მოამზადებს, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შესარჩევად ტენდერი გამოცხადდება. როგორც ცნობილია, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის ივნისში 3 760 000 ლარად გაიყიდა. კურორტის ამჟამინდელი მეპატრონე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“. აღნიშნული კომპანია საქართველოში გასული წლის მარტში დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებული საემიროებში რეგისტრირებული Global Victory Investments Limited-ი, ხოლო დირექტორი ირაკლი ხუჭუაა, რომელიც რეესტრის მიხედვით საქართველო-რუსეთის მოქალაქეა. რაც შეეხება იმას, თუ როდის მიიღებს განახლებული „ახტალა“ სტუმრებს, ამაზე უტიაშვილი აცხადებს, რომ კურორტის რეკონსტრუქციას დაახლოებით 2-3 წელი დასჭირდება.


https://knews.ge/?p=38743.