მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მსოფლიოროგორცასეთი - საერთაშორისო ამბების მიმოხილვა - ალექსი პეტრიაშვილთან ერთად

BM.GE
08.04.20 12:00
624
შეერთებულ შტატებში პანდემიის გავრცელება, დემოკრატთა შიდაპარტიული არჩევნების პიკს დაემთხვა. ახალი კორონავირუსის გამო, ერთმანეთის მიყოლებით გადაიდო რამდენიმე პრაიმერი, მათ შორის - ლუიზიანის, ჯორჯიის, მერილენდის, კენტუკის შტატებში. 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ერთი თვით გადაიდო მთავარი ღონისძიება: დემოკრატთა ნომინაციის მფლობელის ოფიციალურად დასახელების ცერემონია. დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის ყრილობა ახლა ივლისის შუა რიცხვების ნაცვლად, 17 აგვისტოს გაიმართება. ხომ არ არსებობს 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გადადების, ან გაუქმების რისკი? რა მოხდება, თუკი ახალი კორონავირუსის შიშით, კენჭისყრაში ამერიკელ ამომრჩეველთა სულ 20-30% მიიღებს მონაწილეობას?

სტუმარი: ალექსი პეტრიაშვილი, BMG საერთაშორისო მიმომხილველი