02.მარტი.2016 15:03
საზოგადოება

"სიცოცხლის ხის" დაფინანსებით შშმ ბავშვებისთვის სასკოლო ბიბლიოთეკა მოეწყო

"სიცოცხლის ხის" დაფინანსებით შშმ ბავშვებისთვის სასკოლო ბიბლიოთეკა მოეწყო
ფონდი "სიცოცხლის ხის" დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, „მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო პედაგოგიურ სკოლაში“ ბიბლიოთეკა მოეწყო. "სიცოცხლის ხემ" ბიბლიოთეკა აღჭურვა ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. ბიბლიოთეკას, ასევე, საჩუქრად გადასცა 200-მდე სპეციალური საგანმანათლებლო, მხატვრული და სასწავლო წიგნები. შეიქმნა აუდიო ბიბლიოთეკაც, რომელიც საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო ტექნიკით და თვალსაჩინო მასალებით აღიჭურვა.
 
თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის, ფუნქციონირებს როგორც სკოლა, ასევე დღის ცენტრი და ბაღი, რომლებითაც ჯამში 110 ბენეფიციარი სარგებლობს. „სიცოცხლის ხის“ მიერ მოწყობილი ბიბლიოთეკა იფუნქციონირებს სამუშაო დღეებში და ხელმისაწვდომი იქნება სკოლის, დღის ცენტრისა და საბავშო ბაღის ბენეფიციარებისთვის, მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის.

ფონდმა "სიცოცხლის ხე" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამში 23 პროექტი განახორციელა, რისთვისაც 506,051 ლარის დაფინანსება საქართველოს ბანკმა გამოუყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფონდმა ჯამში 1 047 992 ლარამდე გაიღო შშმ ბავშვების მხარდასაჭერად, 506 შშმ ადამიანს კი საჩუქრად ეტლი გადასცა.



07.ივლისი.2016 12:37
782

ძუძუს კიბოთი დაავადებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართება

ვრცლად
17.მარტი.2016 10:50
1059

33 წლის სამი შვილის დედას დახმარება სჭირდება

ვრცლად
14.მარტი.2016 13:08
1051

მზიურში ახალი სათამაშო მოედნები მოეწყობა (ფოტო)

ვრცლად
03.მარტი.2016 16:36
966

ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების დასახმარებლად ფონდი Salve დაფუძნდა

ვრცლად
28.დეკემბერი.2015 10:01
1318

ჯონ ვურდემანის მხარდასაჭერად გამართულ აუქციონზე 20 000 ლარზე მეტი შეგროვდა

ვრცლად