მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შესაძლოა იყოს კითხვები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გვესაჭიროება მეტი ენერგია"

5677e9886955e
BM.GE
21.12.15 15:57
1424
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი მუშაობის პრეზენტაციისას ყურადღება ქვეყანაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებითაც გაამახვილა. პრემიერის თქმით, ყველა პროექტი რომელიც ქვეყანაში ხორციელდება შესწავლილია და ის გარემოს არ აზარალებს.
 
„მე ძალიან კარგად მესმის, რომ მოსახლეობაში შესაძლოა იყოს კითხვები ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. მე მინდა განვუმარტო მოსახლეობას ჩვენი პოზიცია: იმისთვის, რომ მსოფლიოს სწრაფი განვითარებისგან განზე არ ვიყოთ, გვესაჭიროება მეტი ენერგია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ავაშენოთ ჰესები, მაგრამ უნდა ავაშენოთ გონივრულად, ისე რომ არ დავაზარალოთ გარემო. ჩვენ კარგად გვესმის ჩვენი ბუნების ფასი. ჩვენ ყველა პროექტს გონივრულად ვსწავლობთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრემიერმა.