23.მარტი.2016 18:21
ბიზნესი

"შემსყიდველი ორგანიზაციები, ბოროტად იყენებენ მათ უფლებებს სახელმწიფო ტენდერებში"

"შემსყიდველი ორგანიზაციები, ბოროტად იყენებენ მათ უფლებებს  სახელმწიფო ტენდერებში"
გადასახადის გადამხდელთა კავშირი სახელმწიფო ტენდერების სისტემას ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შემსყიდველი ორგანიზაციები ხშირად ბოროტად იყენებენ მათ უფლებებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნიან სახელმწიფო ტენდერებში. კერძოდ, როგორც კავშირში განმარტავენ, შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ნიმუშის მოთხოვნის 3 დღიანი ვადა არის დისკრიმინაციული და ემსახურება კონკურენციის შეზღუდვას.

"სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობა საკმარისი პირობა არ არის შესყიდვებში კონკურენციის უზრუნველსაყოფად. შემსყიდველი ორგანიზაციები ხშირად ბოროტად იყენებენ მათ უფლებებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნიან სახელმწიფო ტენდერებში.

გადასახადის გადამხდელთა კავშირი დიდი ხანია საუბრობს იმაზე, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან ნიმუშის მოთხოვნის 3 დღიანი ვადა არის დისკრიმინაციული და ემსახურება კონკურენციის შეზღუდვას. ამის ნათელი დემონისტრირებაა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტენდერი.

კერძოდ, გამარჯვებულმა კომპანიამ ობიექტური ლოგისტიკური პრობლემების გამო, ვერ მოახერხა 3 დღეში მოთხოვნილი ნიმუშის წარდგენა, რის გამოც აღნიშნული ვადის გაგრძელება მოითხოვა. ამის უფლება შემსყიდველს კანონით აქვს. სამწუხაროდ, შემსყიდველმა არ გაითვალისწინა გარემოებები და უარი თქვა ვადის გაგრძელებაზე და გამარჯვებული კომპანიის დისკვალიფიკაცია მოახდინა.

კომპანიამ გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში გაასაჩივრა და დავა მოიგო. თუმცა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა არ შეცვალა გადაწყვეტილება და დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.

გადასახადის გადამხდელთა კავშირი არ აპირებს ამ საკითხის იგნორირებას და აგრძელებს ბრძოლას სახელმწიფო შესყიდვებში სამართლიანი და კონკურენტული გარემოს მისაღწევად", - ნათქვამია განცხადებაში.



21.სექტემბერი.2018 15:01
512

ოსინოვსკი: საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 10:00
127

თბილისის მერია ბიუ-ბიუს პასუხობს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 09:30
72

ბიუ-ბიუს ჯიხურების ბედი კვლავ გაურკვეველია

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 20:00
117

ქართული ჩაი "მანნა" ექსპორტზე ამერიკასა და ევროპაში გავიდა

ვრცლად
20.სექტემბერი.2018 09:00
269

"ჯორჯიან პროდაქტი"-ს ხორცპროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 15:41
637

კომპანიები, რომელიც მერიამ 30 000 ლარით დააჯარიმა

ვრცლად