15.მარტი.2019 09:01
საფინანსო სექტორი

"სებ-ის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება „ცეცხლის ჩაქრობას“ არ ემსახურება"

"სებ-ის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება „ცეცხლის ჩაქრობას“ არ ემსახურება"
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე BM.GE-თან საუბრისას აცხადებს, რომ სებ-ის რეგულაციებთან დაკავშირებით, მარტის ბოლოსთვის გვეცოდინება თუ რა მოლოდინები უნდა გვქონდეს წლის დასასრულს.

მისივე განმარტებით, სებ-ის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ან სხვა ნაბიჯები არ ემსახურება რაიმე „ცეცხლის ჩაქრობას“ და ეს ნაბიჯები ეროვნულ ბანკს გასულ წელს უკვე დაანონსებული ჰქონდა.

„სებ-ის რეგულაციებს რაც შეეხება, მარტის ბოლოს უკვე გვეცოდინება, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს წლის ბოლოსთვის. მე არ მგონია, რომ უკვე კატასტროფის წინაშე ვართ. არ ვფიქრობ, რომ დღეს სებ-ი თავისი ნაბიჯებით რაიმე პრობლემას ებრძვის, რადგან რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაც და სავალუტო რეზერვების მოთხოვნის ზრდაც გასულ წელს უკვე გაცხადებული ჰქონდათ. ეს არის თანმიმდევრული გეგმები და არ უკავშირდება იმას, რომ ვიღაც "ცეცხლის ჩაქრობას" ცდილობს", - აღნიშნა მან.

მისი განმარტებით, ცვლილებებთან დაკავშირებთ, ტექნიკის და სხვადასხვა მაღაზიები ინფორმირებულები იყვნენ და მათ იცოდნენ, რომ სებ-ის მხრიდან გარკვეული ცვლილებები იგეგმებოდა.

ძნელაძე აცხადებს, რომ სრული სურათის შესაფასებლად ჯერ ძალიან ადრეა.

„ჯერ ძალიან ადრეა ჩვენი მხრიდანაც რაიმე ანალიზის გაკეთება. მესმის, რომ კონკრეტულ ბიზნესებს უკვე შეექმნათ პრობლემა, რაზეც არაერთხელ გვქონდა ჩვენ საუბარი რეგულაციის ამოქმედებამდე. გასულ წელსაც გვქონდა ამაზე განცხადება გაკეთებული, რომ რეგულაციებს შესაძლოა გარკვეული შეფერხებები გამოეწვია. ელექტროტექნიკის მაღაზიის რომ შეექმნათ პრობლემა და ბრუნვა შეუმცირდათ, ამასთან დაკავშირებით ჩვენც მიწოდებული გვქონდა ინფორმაცია და თვითონაც ინფორმირებულები იყვნენ. მათ იცოდნენ, რომ სებ-ის მხრიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ცვლილებები იგეგმებოდა, ეს არ იყო რაღაც სურპრიზი. ამასთან, ეს რამდენად აისახება მთლიანად ეკონომიკაზე და ამ ბრუნვის გადანაწილება რამდენად მოხდა ან მოხდება წლის ბოლომდე სხვადასხვა მიმართულებებზე, ამის პროგნოზირებისთვის ძალიან ადრეა", - აღნიშნა მან.

 

 

ავტორი: ლევან თაღიაშვილი



18.მარტი.2019 15:43
634

გახარიას მოადგილე TBC-ზე კიბერშეტევაზე: ეს არაა რიგითი საქმე

ვრცლად
18.მარტი.2019 10:20
291

საქართველოს და ლონდონის საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად
17.მარტი.2019 21:14
1481

როგორი კვირა ჰქონდათ ქართულ კომპანიებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ვრცლად
17.მარტი.2019 12:00
3333

ქართველების დაფუძნებული კომპანია გერმანიაში ბანკს ყიდულობს

ვრცლად
16.მარტი.2019 13:00
530

„ჩვენი პროგნოზით, წელს სადაზღვევო ინდუსტრია 50 მილიონ ლარამდე მოგებაზე გავა“

ვრცლად
15.მარტი.2019 13:50
157

გალტ ენდ თაგარტმა კრისტალის 15 მილიონი ლარის 2 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა

ვრცლად