01.აპრილი.2016 16:53
საფინანსო სექტორი

"საზოგადოება და ბანკები" ონლაინ სესხების გაცემაზე, ასაკობრივი შეზღუდვის დაწესების ინიციატივით გამოდის

"საზოგადოება და ბანკები" ონლაინ სესხების გაცემაზე, ასაკობრივი შეზღუდვის დაწესების ინიციატივით გამოდის
"საზოგადოება და ბანკებმა" ონლაინ სესხების ბაზარი მიმოიხილა და რეკომენდაციები შემუშავა.
 
"ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების საქმიანობის უარყოფითი შედეგების ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ზრდა და ვადაგადაცილების მაღალი მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იზრდება უარყოფითი საკრედიტო ისტორიის მქონე დაბალ და საშუალო შემოსავლიანი ადამიანების რაოდენობა. ეს მომავალში უარყოფითად აისახება, როგორც მათი შრომით ბაზარზე მონაწილეობაზე, ასევე შესაძლო ბიზნესსაქმიანობაზე, ვინაიდან შეუზღუდავს ფინანსურ რესურსებზე წვდომას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინ კრედიტების გამცემი ორგანიზაციები დაკავშირებული არიან კრედიტ ინფოს ბაზასთან, შესაბამისად დავალიანების შესახებ ინფორმაციას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც (ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) ხედავენ. ამან კი, მომხმარებელს შეიძლება პრობლემა შეუქმნას სესხის აღების დროს.

"საზოგადოება და ბანკების" აზრით, გრძელვადიან პერიოდში ფინანსური განათლების დონის ამაღლება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის ზრდას და შეამცირებს მომხმარებლების მიერ რესურსების არაეფექტურად გამოყენებით მიღებულ დანახარჯებს. თუმცა, როდესაც ქვეყანაში ფინანსური განათლების დონე დაბალია და მოკლევადიან პერიოდში მისი ამაღლება რთულია, საჭიროა გარკვეული რეგულაციების შემოღება. რეგულაციებმა არ უნდა შეაჩეროს ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების ბიზნესსაქმიანობა, მაგრამ უნდა იყოს გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებები. ამ ბიზნეს-საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის და მომხმარებლის ინტერესის უფრო მეტად გათვალისწინებისთვის", - განმარტავენ არასამთავრობოში.

"საზოგადოება და ბანკებმა" რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა:

• კომპანიებმა მსესხებლის გადახდისუნარიანობა და საკრედიტო ისტორია აუცილებლად უნდა გადაამოწმონ
• ერთ პიროვნებაზე გაცემული პარალელური სესხები უნდა შეიზღუდოს შემოსავლის გათვალისწინებით
• ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აუცილებლად უნდა იყოს დასახელებული სესხის შეთავაზებისას
• სესხის რამდენჯერმე გადავადება უნდა შეიზღუდოს
• ორგანიზაციების ფინანსური მაჩვენებელები უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი
• დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა (22 წლამდე)
• გაუმჯობესდეს სესხის რესტრუქტურიზაციის პირობები



18.თებერვალი.2019 20:11
1456

გიორგი კეპულაძე: "NGO-ების ჩართულობა TBC-ის საქმეს გამჭვირვალობას შემატებს"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 18:41
726

მამუკა ხაზარაძე: მიმდინარე გამოძიება ანაკლიის პროექტზე ხელშეკრულების გაფორმებას "ურტყამს"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 18:21
566

ბადრი ჯაფარიძე: რატომ დაიწყო პროკურატურამ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შესწავლა, არ ვიცით

ვრცლად
18.თებერვალი.2019 17:14
1073

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე TBC ბანკის საქმეზე პრესკონფერენციას მართავენ

ვრცლად
18.თებერვალი.2019 11:53
58

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება - ის, რასაც ფულით ვერ იყიდი

ვრცლად
18.თებერვალი.2019 11:11
306

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად