17.მარტი.2016 19:49
ეკონომიკა, ბლოგი

"სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული თანხების გამოყენება ამცირებს საპენსიო ფონდის მიმართ მოსახლეობის ნდობას"

"სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული თანხების გამოყენება ამცირებს საპენსიო ფონდის მიმართ მოსახლეობის ნდობას"
დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება გივი ადეიშვილი. "საზოგადოება და ბანკების" ექსპერტი რეფორმის დადებით და უარყოფით მხარეებს ასახელებს.
 
"ხელი შეეწყობა კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მოხდება დანაზოგის წახალისება (კულტურის ჩამოყალიბება) დადებითად იმოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე გრძელვადიან პერიოდში. შესაძლებლობა რომ "მომავალმა" პენსიონერებმა გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები (მოხმარებას ვამცირებთ პირველ პერიოდში, თუმცა ვზრდით მომავალ პერიოდებში).

საერთო ჯამში შესაძლებელია ვისაუბროთ რომ კერძო სექტორი უფრო ეფექტურად მოახდენს აღნიშნული თანხის მართვას და მე თვითონ უნდა შემეძლოს ჩემი დანაზოგის განკარგვა მაგრამ... კერძო სექტორი ვერ დაუმატებს იმ 2%-ს საშემოსავლოდან და ამ დრომდე დანაზოგის კულტურა ვერ ჩამოყალიბდა (იქნებ წახალისებამ და ნაწილობრივმა იძულებამ გვიშველოს)... ყველას საინვესტიციო მენეჯერი ვერ ეყოლება და ა.შ", - წერს ადეიშვილი. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, გივი ადეიშვილი შემდეგ მიზეზებს ასახელებს:

:ხელფასის შემცირების მეტი სტიმული დამსაქმებლის მხრიდან (შესაძლებელია თავიდან აცილება); სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული თანხების გამოყენება (ფასიანი ქაღალდებით) ამცირებს საპენსიო ფონდის მიმართ მოსახლეობის ნდობას და უარყოფითად მოქმედებს ჩართულობაზე (იყო მოსაზრება რომ საჯარო მოხელეებისათვის შესაძლებელია ჩართულობა ყოფილიყო სავალდებულო). თეორიულად შესაძლებელია სარგებელი იყოს ინფლაციაზე ნაკლები და დანაზოგის მსყიდველუნარიანობა შეამციროს (თეორიულია და ნაკლებად მოსალოდნელი დღევანდელი ტენდენციით)".



19.სექტემბერი.2018 20:30
254

შემოსავლების სამსახურმა, შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია შექმნას

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 20:00
310

საქართველოს უმსხვლესი საექსპორტო პროდუქცია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:17
38

საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 19:15
75

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ნავთობპროდუქტებია

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 18:17
254

"მთის კურორტების კომპანია" ერთ კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებას მეათედ აფორმებს

ვრცლად
19.სექტემბერი.2018 16:43
2372

"ბრძანება შეიძლება გადაკეთდეს, გაუქმდეს ან სხვა გამოსავალი ვნახოთ"

ვრცლად