02.თებერვალი.2016 18:29
ბიზნესი

"სახელმწიფო სტარტაპებზე უნდა ხარჯავდეს ფულს და არა წარუმატებელ სოციალურ დახმარებებზე"

"სახელმწიფო სტარტაპებზე უნდა ხარჯავდეს ფულს და არა წარუმატებელ სოციალურ დახმარებებზე"
დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, სტარტაპების დაფინანსების მექანიზმები იქმნება. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ დამწყები ბიზნესის ხელშესაწყობად და რამდენად ეფექტურია სტარტაპების დაფინანსება, თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" "EY საქართველოს" მმართველი პარტნიორი, რუსლან ხოროშვილი საუბრობს.
 
- ბატონო რუსლან, სტარტაპების განვითარება სახელმწიფოს საქმეა?

- სახელმწიფოს საქმეა მთლიანად ინფრასტრუქტურა შექმნას იმისათვის, რომ საქართველოში სტარტაპების განვითარების შესაძლებლობა იყოს. სტარტაპების განვითარება მეწარმეების საქმეა და საუბარია იმაზე, რომ ისეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, რომელიც სტარტაპებს განვითარების საშუალებას მისცემს.

- რა ტიპის ინფრასტრქტურას გულისხმობთ?

- საერთოდ მეწარმოების განსავითარებლად, მათ შორის სტარტაპებს განსავითარებლად ოთხ ძირითად მიმართულებას გამოვყოფდი. ესენია: ფინანსებთან ხელმისაწვდომობა, საგადასახადო და იურიდიული მხარეები, განათლება და ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემო. ფინანსებთან ხელმისაწვდომობა დამწყები ბიზნესისთვის უფრო სპეციფიური, სხვა შინაარსისაა, ვიდრე ვთქვათ ფინანსებთან ხელმისაწვდომობა განვითარებული და დიდი ბიზნესისთვის.

- ანუ უფრო მაღალრისკიანია?

- რა თქმა უნდა, სტარტაპების დაფინანსება მაღალრისკიანია. ამიტომ სახელმწიფომ რაც არ უნდა კარგი ინფრასტრუქტურა შექმნას, მნიშვნელოვანი ნაწილია თვითონ მეწარმის პირადი სახსრები. ალბათ დამწყები, წარმატებული მეწარმეების ისტორიები ყველას წაუკითხავს. ეს არის საკუთარი სახლი, საკუთარი ავტომობილი, მშობლების სახლი და ა.შ. ანუ ეს არის მაღალი რისკი, რაზეც მეწარმე თვითონ უნდა წავიდეს.

- ამაში სახელმწიფო რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს?

- რთული იქნება ჩვენ რაღაც ახალი გამოვიგონოთ. ძალიან ბევრი მაგალითია მსოფლიოში. ბევრი კარგი პროგრამაა, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოს შეუძლია დაეხმაროს მეწარმეებს ფინანსების ხელმისაწვდომობით. ბოლო წლებში ეკონომიკის სამინისტროსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ ასეთი პროგრამები შემოთავაზებული იყო. ეს არის გრანტები, უზრუნველყოფის მოწოდება და ა.შ. ამის ბევრი საშუალება ასრსებობს.

- "აწარმოე საქართველოს" აქვს ისეთი კომპონენტი, რომელიც კონკრეტულად Startup-ების დაფინანსებისკენ არის მიმართული, ოღონდ მის დაწყებამდე ბიზნესი უნდა გქონდეს. თუ შეგიძლიათ განმარტოთ რა არის სტარტაპი?

- სტარტაპი არის დასაწყისი. ბიზნესი, რომელიც თავიდან იწყება. ეს შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც ბიზნესი უკვე აქვს, თუმცა სახელმწიფოსთვის უფრო საინტერესოა ის ადამიანები, რომელსაც ბიზნესი არ აქვს, თუმცა იდეები, სურვილები, ინიციატივები და ბიზნესის დაწყებისთვის მოწადინება აქვს. ორივე შემთხვევა არსებული ბიზნესით, თუ მის გარეშე სტარტაპად ჩაითვლება. პროგრამას "აწარმოე საქართველოში" რამდენიმე პროგრამა აქვს, მათ შორის არის გრანტების პროგრამა, სადაც არანაირი დამატებითი ბიზნესის არსებობა საჭირო არ არის. უნდა გქონდეს ბიზნესგეგმა და სახელმწიფო გამარჯვებულ ნომინანტებს გრანტს აძლევს, ანუ ჩუქნის ფულს. ეს ერთი პროგრამაა. იმისათის, რომ სტარტაპებისთვის და საერთოდ ბიზნესის განვითარებისთვის კარგი, წარმატებული გარემო იყოს, ბიზნესის რამოდენიმე პროგრამა უნდა არსებობდეს. შეიძლება ინდუსტრიაზე, გარკვეულ რისკზე, დასაქმებაზე, რეგიონზე იყოს მიბმული, ანუ ეს პროგრამები რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს.

- სტარტაპის შემთხვევაში, მაღალი რისკია საბოლოო ჯამში ეს ბიზნესი გაამართლებს თუ არ გაამართლებს. რამდენად სამართლიანია მთავრობის ჩართულობა თანხობრივი კუთხით?

- რთული საკითხია, სახელმწიფოს ჩართულობა სად უნდა გაჩერდეს, რას უნდა აფინანსებდეს და რას-არა. სტარტაპი რისკიანია, მათი 50 პროცენტი თავისი არსებობის ერთ წელიწადსაც ვერ აღწევს. მცირე ნაწილი, შეიძლება ოცი პროცენტი 2 წელიწადს აღწევს და შემდეგ ნელ-ნელა მცირდება. ზუსტად ამიტომ სახელმწიფოში გარემო უნდა იყოს შექმნილი. ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფო ქვეყანაში სტარტაპის წარმოშობას ეხმარებოდეს და ამ რისკიან საქმეზე ხარჯავდეს ფულს, ვიდრე სოციალურ პროექტებსა და სოციალურ დახმარებაზე, რომელიც ცალსახად წარუმატებლობისთვისაა განწირული.

- განვითარებად ქვეყანაში ეს რისკები კიდევ უფრო მეტად ხომ არ იზრდება, შეუძლია ღარიბ ქვეყანას ეს ტვირთი ზიდოს?

- ჩემი აზრით, ეს ერთადერთი საშუალებაა რომ ღარიბმა ქვეყანამ სიღარიბეს თავი დააღწიოს. ასევე იმისათვის, რომ ბიზნესის და ეკონომიკის ზრდა დააფინანსოს და არა სოციალური დანახარჯები.  შეიძლება მორალურად არასწორ რაღაცას ვამბობდე, მაგრამ საბოლოო ჯამში სინამდვილეში ეს ბევრად უფრო კარგი ხარჯვაა ამ თანხების, ვიდრე პირდაპირი დახმარებები. მიდგომა კომპლექსური უნდა იყოს.



20.ნოემბერი.2018 17:43
68

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:00
993

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1176

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
103

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
221

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
451

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად