მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეიმანში“ გენეტიკური ლაბორატორია „რეიგენი“ გაიხსნა

BM.GE
14.10.21 09:35
1231
კლინიკა რეიმანის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო გენეტიკურმა ლაბორატორია რეიგენმა, რომელიც სრულად ავტომატიზებული სადიაგნოსტიკო ციკლის საშუალებით კვლევათა სიზუსტესა და სანდოობას უზრუნველყოფს. 

რეიგენის ლაბორატორია მზად არის ბაზარზე დანერგოს ადამიანის ცხოვრების გამარტივებაზე ორიენტირებული სიახლეები, მათ შორის PCR კვლევის ინოვაციური მეთოდი, რომელიც Covid 19-ის დადგენას ორჯერ სწრაფად უზრუნველყოფს.

სტუმრები: დავით ხუბუა - კლინიკა "რეიმანის" დამფუძნებელი;
რამაზ მარღიშვილი - კლინიკა "რეიმანის" გენეტიკური ლაბორატორია "რეიგენის" თანადამფუძნებელი;