მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტალურგიული ქარხნიდან მუშების დათხოვნის პროცესი იწყება

BM.GE
11.12.18 09:32
914
მეტალურგიული ქარხნიდან მუშების დათხოვნის პროცესი იწყება, ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" საწარმოს ერთერთმა თანამშრომელმა მიაწოდა. "ოთხშაბათიდან, 12 დეკემბრიდან დაახლოებით 500 თანამშრომელს დაითხოვენ, ხოლო 15 იანვრიდან კი 1000-ზე მეტი თანამშრომელი ქარხანას დატოვებს. საწარმოს ხელმძღვანელობამ გვითხრა რომ 3 თვიან უხელფასო შვებულებაში გვიშვებენ", - განაცხადა "ქართული ფოლადი"-ს თანამშრომელმა. არსებული ინფორმაციით ქარხნიდან იმ თანამშრომლებს ითხოვენ რომლებიც მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ, მასშტაბური დათხოვნა კი ახალი წლის შემდეგ მოხდება. ქარხნის ადმინისტრაცია თანამშრომლების დათხოვნასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას არ ავრცელებს.


https://inforustavi.ge/?m=31&news_id=8008.