05.მაისი.2016 13:26
ეკონომიკა

"საქსტატის წინასწარ და დაზუსტებულ მონაცემებს შორის სხვაობა არაბუნებრივად დიდია"

"საქსტატის წინასწარ და დაზუსტებულ მონაცემებს შორის სხვაობა არაბუნებრივად დიდია"
"საქსტატის წინასწარ და დაზუსტებულ მონაცემებს შორის სხვაობა არაბუნებრივად დიდია", - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ განაცხადა. მისი თქმით, სააგენტოს სტატისტიკის სამსახურის მეთოდოლოგიასა და მუშაობაში ეჭვი არ შეაქვს, თუმცა გასულ წელს წინასწარ და დაზუსტებულ მონაცემებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდი იყო და მან 500 მილიონი შეადგინა.
 
"საქსტატის წინასწარი მონაცემებით გასულ წელს ინვესტიციებმა მილიარდ 350 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ძალიან კარგია და ჩვენ უკვე ზაფხულისთვის დაზუსტებულ მონაცემებს ველოდებით. შარშან 500 მილიონიანი სხვაობა იყო დაზუსტებულ და საბოლოო მონცემებს შორის. ჩვენთვის ერთადერთი წყარო საქსტატია და ველოდებით მათ მონაცემებს.

ძალიან რთულია ამ სხვაობის მიზეზის თქმა, მეთოდოლოგიაშია ბევრი პასუხი, თუ რა შეიცვალა და რამ გამოიწვია ეს. უნდა ვაღიაროთ რომ სხვაობა არაბუნებრივად დიდია, თუმცა არნაირი საბაბი არ გავქვს რომ საქსტატის მეთოდოლოგიაში შევიტანოთ ეჭვი, ძალიან კარგ მეთოდოლოგიას იყენებენ, ამ მეთოდოლოგიას იყენებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა და ამის შემდეგ დარდება სხვადასხვა ქვეყნების მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით", - განაცხადა პერტაიამ.



19.თებერვალი.2019 12:35
21

EIB: "€250 მილიონიანი დაფინანსებით მხარს ვუჭერთ თქვენი სატრანზიტო პოტენციალის ზრდას"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 11:47
136

BDO-მ "აწარმოე საქართველოში" ეფექტიანობა შეაფასა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 11:45
167

საქართველოს 237.5 ათასი მოქალაქე უმუშევარია

ვრცლად
19.თებერვალი.2019 10:56
258

EIB საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მლნ ევროს გამოყოფს

ვრცლად
19.თებერვალი.2019 10:05
1097

WiFisher მეზობელ ქვეყნებში უფასო WiFi-ს Duty Free ზონებში დააყენებს

ვრცლად
19.თებერვალი.2019 09:31
417

„ადგილობრივად წარმოებული ცემენტის 29 სახეობიდან ევროპული სტანდარტი 15-მა პროდუქტმა დააკმაყოფილა“

ვრცლად