04.აპრილი.2016 14:17
ეკონომიკა

"საქართველოსთვის არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, მნიშვნელოვანი მოცულობის ტვირთების მოსაზიდად"

"საქართველოსთვის არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, მნიშვნელოვანი მოცულობის ტვირთების მოსაზიდად"
"საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცება და რეგიონში ლოგისტიკური ცენტრის ჩამოყალიბება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, caspianenergy.net-თან ინტერვიუში. პრემიერის თქმით, ჩინეთიდან ევროპისკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტის განხორციელებისას ყველაზე დიდი გამოწვევაა მატერიალური ბაზის უზრუნველყოფა და საერთაშორისო ვაჭრობის არამატერიალური ბაზის მშენებლობაა. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული გულისხმობს, კანონმდებლობის დაახლოებას, ეფექტიან სასაზღვრო მენეჯმენტს და საბაჟო პროცედურებს.
 
"არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებას. გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მკაფიო და გამჭვირვალე ტარიფების დაწესებას მთელი დერეფნის გაყოლებაზე.

საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცება და რეგიონში ლოგისტიკური ცენტრის ჩამოყალიბება.

შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩინეთიდან ევროპაში დამატებითი ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოს გავლით. საქართველოსთვის არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, იმისათვის, რომ მან სხვადასხვა ალტერნატიული მარშრუტიდან მოიზიდოს მნიშვნელოვანი მოცულობის ტვირთები.

მეტად იმედისმომცემია ამჟამინდელი ვითარება რეგიონში, რადგანაც აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინიციატივა მიზნად ისახავს ვაჭრობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ხელშეწყობას.

საქართველოს მთავრობა არის რამდენიმე საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის აქტიური წევრი (მაგალითად, TRACECA, LAPIS LAZULI და ბალტიის ზღვა-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომლებიც წამყვან როლს თამაშობენ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენაში). საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის ინიციატივაზე.

სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ 2015-2016 წლებში ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდა არაერთი სარკინიგზო გადაზიდვა. საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის რკინიგზების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მთლიანი დერეფნის გაყოლებაზე შემოღებულ იქნა ტარიფები, რაც იძლევა ჩინეთიდან საქართველოს შავიზღვისპირა პორტებში ტვირთის შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში გადაზიდვის შესაძლებლობას. ასე რომ, ტრანზიტის დრო შემცირდა 40-45 დღიდან 7-9 დღემდე. საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანზიტო ქსელების მეშვეობით შესაძლებელია ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის ტრანსპორტირება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ზღვით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მანვე "ვიკინგის" სარკინიგზო პროექტი უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს რკინიგზა პროექტის სრულფასოვანი წევრი გახდა. მისივე თქმით, პროექტის წევრები, განსაკუთრებით კი საქართველო, დაინტერესებულია "ვიკინგში" აზერბაიჯანის გაწევრიანებით.

"საქართველოს რკინიგზის გაწევრიანება უზრუნველყოფს კავკასიის დაკავშირებას ევროპასა და სკანდინავიასთან და გააუმჯობესებს პროგრამა TRACECA-ს წევრ ქვეყნებს შორის და აღმოსავლეთი-დასავლეთისა და ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით ტვირთის ერთობლივი სატრანზიტო გადაზიდვების პირობებს. გარდა ამისა, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობაში გაჩნდება ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტები", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



16.ნოემბერი.2018 19:20
509

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 18:24
133

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:09
114

საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:42
182

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:26
135

ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:10
169

"სახელფასო ბიუჯეტში უმნიშვნელო ზრდა არის"

ვრცლად