მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დედოფლისწყაროში სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელებისთვის 384 000 ლარზე მეტი დაიხარჯება

BM.GE
07.02.19 09:12
824
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 15 სოფელში სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელებისთვის 384 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. როგორც knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ გამოავლინა პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოგვარდება. მუნიციპალიტეტის მერიაშუ ამბობენ რომ 15 სოფელში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების მიხედვით, მოქალაქეები ქუჩების კეთილმოწყობას, გარეგანათების სისტემის მონტაჟს, სასაფლაოების შემოღობვას, საბავშვო ბაღების კეთილმოწყობას, სპორტული ტრენაჟორების მონტაჟს, ჭაბურღილების, ბავშვთა გასართობი ტრენაჟორების, სპორტული დარბაზებისა და სოფლებში რეკრეაციული ზონების მოწყობას, გზების მოხრეშვასა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, თუ თითოეულ სოფელში გამოყოფილი თანხა გაორმაგდება გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად ფინანსები ნაწილობრივ ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დაფინანსდება. გასამმაგებული თანხით კი მოგვარდება ის პრობლემები, რომლებიც ადგილობრივებმა შეხვედრებზე წამოაყენეს”.


https://knews.ge/?p=36644.