28.თებერვალი.2016 13:25
ბიზნესი

"საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ფაქტობრივად მთელ ევროპასთან ექნება"

"საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ფაქტობრივად მთელ ევროპასთან ექნება"
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია პარიზში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას (CIA) ესწრება.
 
გამოფენის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ შეხვედრა გამართა შვეიცარიელ კოლეგასთან, სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელთან, ბერნარ ლემანთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და EFTA-ს (ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წარმატებით დასრულებაზე. 2016 წლის 27ივნისს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში ხელი მოწერება საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომლის თანახმად ქართული პროდუქციისთვის ევროპის (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) 14 მილიონიანი ბაზარი გაიხსნება.

ოთარ დანელიამ შვეიცარიელ კოლეგას საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის, განსაკუთრებით თხილისა და ღვინის საექსპორტო პოტენციალი გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, EFTA-ს წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ფაქტობრივად მთელ ევროპასთან ექნება.

შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო, ტექნიკური და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. შვეიცარიულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნული მამართულებით საქართველოს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს. ოთარ დანელიამ შვეიცარიელი კოლეგა მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მოიწვია, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს და ქართული პროდუქციის წარმოების პროცესებს ადგილზე გააცნობს.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე ესწრებოდნენ.



25.მაისი.2018 21:00
262

რუსეთის უმდიდრეს 200 ბიზნესმენს შორის 3 ქართველია

ვრცლად
25.მაისი.2018 20:00
69

"თბილღვინომ" ალკოჰოლური სასმელების 3 კონკურსზე 21 მედალი მოიპოვა

ვრცლად
25.მაისი.2018 19:30
210

"ბიუბიუს" დამფუძნებელი საქსტატს აკრიტიკებს

ვრცლად
25.მაისი.2018 18:00
868

„მცირე და საშუალო ბიზნესში ჩადებული ფული გადაყრილია“

ვრცლად
25.მაისი.2018 17:00
68

დაანონსების მიუხედავად ტაქსების რეგულაციის საკითხი რეგიონებში არ განიხილება

ვრცლად
25.მაისი.2018 15:45
69

"ნუგბარი" ყურძნის წვენის კონცენტრატის მწარმოებელ საწარმოს შექმნის

ვრცლად