05.მარტი.2016 20:34
ეკონომიკა

"საქართველოს მთელი სატრანზიტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხერხემალი უნდა დამთავრდეს 2020 წლის ბოლომდე"

"საქართველოს მთელი სატრანზიტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხერხემალი უნდა დამთავრდეს 2020 წლის ბოლომდე"
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, InterContinental Hotels Group-ი ბორჯომში ცნობილი ბრენდით – Crowne Plaza შემოვიდა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო.
 
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.

"32 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო ამ სასტუმროს მშენებლობაში, დასაქმებული იყო 250 ადამიანი, აქედან 150-ზე მეტი იყო ადგილობრივი მცხოვრები. სასტუმროს მართვაში მონაწილეობს 150 ადამიანი. ეს სასტუმრო კიდევ უფრო უსვამს ხაზს, ბორჯომის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულების მნიშვნელობას. ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე სტრატეგიული დარგია. ტურიზმისგან მივიღებთ ყველაზე მეტ შემოსავალს, ტურიზმი დაასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს საქართველოში. სასიხარულოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში შეიმჩნევა ვიზიტორების რიცხვის ზრდა, 23 პროცენტით არის გაზრდილი ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო თვეების მანძილზე, გასულ წელთან შედარებით. შარშან, მიუხედავად საქართველოს ირგვლივ არსებული არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობისა, ჩვენ გვქონდა ვიზიტორების თითქმის ათ პროცენტამდე ზრდა,"- განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ბორჯომში ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც კურორტს საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად აქცევს.

"სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავაანანოსეთ, რომ პროგრამას "აწარმოე საქართველოში" დაემატა ახალი კომპონენტი "უმასპინძლე საქართველოში," რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში სასტუმროების ქსელის განვითარებას. დიდი მადლობა კომპანია „დიზონ ლიმითედს" ამ სასტუმროს პროექტის განხორციელებისთვის. კომპანიამ ასევე აღადგინა ბორჯომის გოგირდის აუზები, რომლებსაც ხანგრძლივი ისტორია აქვთ და ამ კურორტისთვის უმნიშვნელოვანესი იყო მათი აღდგენა,"- აღნიშნა პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა პროექტირება და განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს.

"ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის იგეგმება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის ქუთაისის სამცხე-ჯავახეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, ქუთაისის სვანეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, მცხეთა-ლარსის ავტომაგისტრალი და მთლიანად საქართველოს მთელი სატრანზიტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხერხემალი უნდა დამთავრდეს 2020 წლის ბოლომდე. დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს, საერთაშორისო კომპანიების ჩართულობით, ყველა ამ პროექტის პროექტირება და მშენებლობა და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება,"- განაცხადა პრემიერმა.



19.თებერვალი.2019 00:32
605

რამდენი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს Brexit-ის შედეგად? - ანალიტიკოსების გათვლები

ვრცლად
18.თებერვალი.2019 23:14
1259

კომპანია “ევექსი” სტომატოლოგიურ ბიზნესში შევიდა

ვრცლად
18.თებერვალი.2019 23:00
833

"ანაკლიის პორტი საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტი გახდება"

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:41
1593

ნიკოლოზ გამყრელიძე: “ცოტა ხანში მივიღებთ ორ „ევექსს”

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:20
863

GDI “თიბისი ბანკის“ საქმეზე: ხელისუფლებასთან ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს

ვრცლად
18.თებერვალი.2019 22:00
870

ქუთაისში სამაგიდო თამაშების პირველი Game Club გაიხსნა

ვრცლად