08.თებერვალი.2016 09:54
ბიზნესი

"საქართველოს ლატარიის კომპანიის" ელექტრონულმა აუქციონმა მეორედ გადაიწია

"საქართველოს ლატარიის კომპანიის" ელექტრონულმა აუქციონმა მეორედ გადაიწია
"სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" ,"საქართველოს ლატარიის კომპანიის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 70%-იანი წილი, ელექტრონულ აუქციონზე 14 იანვარს გამოიტანა. აუქციონი 28 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ლოტის მიმართ დიდი ინდერესის გამო აუქციონმა ჯერ 4 თებერვლამდე, ახლა კი იგივე მიზეზით, 11 თებერვლამდე გადაიწია.

კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის გათვალისწინებით, კომპანიის საწყისი ფასი 1000 ლარი იყო, ბოლო ინფორმაციით, ელექტრონულ აუქციონზე კომპანიის მიმდინარე ფასი 13 ათას 400 ლარია. რაც შეეხება აუქციონის დაწყებისა და დასრულების ვადებს, "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მოწოდებული ინფორმაციით, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N 1–1/172 ბრძანების შესაბამისად აუქციონის დაწყების და დასრულების დრო არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 45 კალენდარულ დღეზე მეტი.
 
შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიის" აქტივები (2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით)-17 596 825 ლარია. 2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 216 318 937 ლარის დავალიანება გააჩნია. ლატარიის კომპანიის ვალდებულებები კი 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 217 213 829 ლარს შეადგენს. "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" ინფორმაციით, ლატარიის კომპანიის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება გამოიწვია იმან, რომ გადასახდელი თანხა მკვეთრად აღემატებოდა კომპანიის შემოსავლებს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი



19.იანვარი.2019 17:39
1669

შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები საქართველოში შეიკერება

ვრცლად
19.იანვარი.2019 14:56
252

საქართველოს რეგიონში არბიტრაჟის ცენტრის ამბიცია აქვს - როგორია მთავრობის გეგმა

ვრცლად
18.იანვარი.2019 21:07
696

ბათუმის საკრებულოში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობის პროექტის შესახებ საჯარო განხილვა გაიმართა

ვრცლად
18.იანვარი.2019 15:21
365

პრემიერი TBC-ის საქმეზე: კითხვები არა საფინანსო ინსტიტუტს, არამედ მის აქციონერს ეხება“

ვრცლად
18.იანვარი.2019 14:40
942

"ყველაფერს გავაკეთებ, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს"

ვრცლად
17.იანვარი.2019 20:00
2002

"აქცენტი არა - რუს, არამედ ჩინელ და ევროპელ ტურისტებზე უნდა გაკეთდეს"

ვრცლად