20.ნოემბერი.2015 16:17
ბიზნესი, საფინანსო სექტორი

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები განათავსა

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები განათავსა
"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები წარმატებით განათავსა.

ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში მოსახვედრად "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა. "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციები მსოფლიოში ცნობილი ჰოსპიტალური ბრენდების: NMC Health, Al Noor Hospitals, Spire Healthcare-ის გვერდით განთავსდა.

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" პირველი ჯანდაცვის ჰოლდინგია რეგიონიდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები განათავსა. "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" "სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ და სადაზღვევო კომპანია "იმედი L-ს" მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა.

დღესვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიდი ბრიტანეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციას გამართავს, სადაც მათ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს.

თბილისის დროით 12.00 საათზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პრემიუმ ლისტინგში განთავსებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო ლონდონის საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ნიხილ რათჰიმ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სპეციალურ წიგნში სამსახსოვრო ჩანაწერი გააკეთა, მან "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს" ლონდონის საფონდო ბირჟაზე მათი აქციების წარმატებით განთავსება მიულოცა. მინისტრის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში რთული ეკონომიკური ვითარებაა: "ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ და აღნიშნულმა კომპანიამ მოიპოვა ის მნიშვნელოვანი ნდობა, რომელიც აუცილებელია უცხოელი ინვესტორებისთვის, რათა მათ თავიანთი ფული ჩადონ ჩვენ ქვეყანაში. ეს მნიშვნელოვანი დღეა მთელი საქართველოსთვის, 100 მილიონი დოლარის მოზიდვა გახდა შესაძლებელი პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებში. ამის შედეგად ჩვენ მიივიღებთ დამატებით 2 200 სამუშაო ადგილს. გვექნება ახალი სერვისები, 2 ახალი დიდი საავადმყოფო და რეგიონებში 30-ზე მეტი ამბულატორიული დაწესებულება, რომლებიც ახალ სერვისებს შესთავაზებენ ჩვენს მოსახლეობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ლონდონის საფონდო ბირჟის ხელმძღვანელობა ჩვენს გვერდით იყო და ჩვენთან ერთად ზეიმობდა ამ დიდ სიხარულს. მათაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა არის შესაძლებელი, დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალია. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით მოვიზიდოთ თანხები. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მაგალითი დანარჩენი ინვესტორებისთვის, რათა უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის მიმართულება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



16.თებერვალი.2019 11:20
1749

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
128

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2278

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
114

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
971

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
844

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად