მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენსკრა ჰიდრო" სვანეთში სამი მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს

BM.GE
08.02.19 09:13
1275
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში ერთდროულად სამი მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს. მათ წარსადგენად კომპანიის წარმომადგენლები 11 და 12 თებერვალს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის მჭიდრო ჩართულობით განხორციელდება და მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა მოსახლეობის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაში დახმარება, მექანიზაციაზე წვდომა და პროფესიული გადამზადება. ” ჩვენი სოციალური სტრატეგია ორიენტირებულია რეგიონის მდგრად და ჰარმონიულ განვითარებაზე. ახალი პროექტების შემუშავებისას ვითვალისწინებთ როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, ასევე რეგიონის სპეციფიკასა და პოტენციალს“ ამბობს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორი თეიმურაზ კოპაძე. ამჟამად სოფელ ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.