14.სექტემბერი.2018 16:00
საფინანსო სექტორი

"საქართველო რეგიონში ყველაზე სტაბილური ეკონომიკაა"

"საქართველო რეგიონში ყველაზე სტაბილური ეკონომიკაა"
საქართველო რეგიონში ყველაზე სტაბილური და მიმზიდველი ეკონომიკაა, ამის შესახებ ,,საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ ,,საქმიან დილაში“ განაცხადა. მის თქმით, 2018 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო და წლის ბოლომდე ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება.

"ჩვენ ვნახეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი აჩქარება, ჩვენი პროგნოზებით, წელს საქართველოს ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება. ეს გამოიწვია სხვადასხვა ფაქტორებმა, მათ შორის ექსპორტის ზრდამ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმი, ასევე პირდაპირი ინვესტიციები.

ჩვენ დღეს ყველაზე ლიბერალურ ეკონომიკად ვრჩებით რეგიონში. რომ შევადაროთ ჩვენს ირგვლივ რა ხდება, საქართველო არის ყველაზე მიმზიდველი ეკონომიკა ინვესტიციების მოსაზიდად და ფულის ჩასადებად, მათ შორის რეგიონალური სერვის-ცენტრების განსავითარებლად სხვადასხვა დარგებში. თურქეთის კრიზისიც შეიძლება შესაძლებლობად გამოვიყენოთ, რადგან დღეს კაპიტალის მასიური გადინება მიმდინარეობს თურქეთიდან“ - განაცხადა კახა კიკნაველიძემ.

როგორც "საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი აცხადებს ლარი რეგიონში ყველაზე სტაბილური ვალუტაა და უახლოესი 20 წლის განმავლობაში მას საფრთხე არ ემუქრება.

"რეგინალურ ჭრილში რომ განვიხილოთ საქართველოს ეკონომიკა, ჩვენ არავითარი კაპიტალის შეზღუდვა არ გვაქვს, ჩვენი ვალუტის ძალიან სწორი მონეტარული პოლიტიკა გვაქვს, პატარა ეკონომიკა ვართ, მაგრამ ყველაზე სტაბილური. ათი და ოცი წლის პერსპექტივაშიც რომ განვიხილოთ ჩვენს რეგიონში, გვაქვს საკმაოდ მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმი, ძალიან დაბალი კორუფციისა და ბიუროკრატიის დონე და დღეს ვხედავთ, რომ მეზობელი ქვეყნებიდან კაპიტალი საქართველოში შემოედინება“ - განაცხადა კიკნაველიძემ.
ავტორი: მაია ბიწაძე



20.ნოემბერი.2018 09:20
179

IMF: საფინანსო რეგულაციები მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება

ვრცლად
20.ნოემბერი.2018 00:17
188

“თითიდან გამოწოვილია” - ბახტაძის თქმით, ვალების ჩამოწერას არჩევნებთან კავშირი არ აქვს

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 20:00
295

აკაკი ცომაია: შეიქმნა ძალზე სახიფათო პრეცენდენტი

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 18:00
287

ქართუ: ივანიშვილის გადაწყვეტილებით ფონდში ვალების განულებისთვის უკვე 100 მლნ დავარეზერვეთ

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 17:40
129

"საბანკო სექტორში მაღალი კონცენტრაცია მცირე ბაზრიდან გამომდინარეობს"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 17:20
173

"საბანკო სექტორში მაღალი კონცენტრაცია საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის გამოწვევაა"

ვრცლად