მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო ჯანდაცვაზე იმ თანხის მინიმუმსაც არ გამოყოფს, რაც რეკომენდირებულია"

56a46a3b7d2cd
BM.GE
24.01.16 10:03
1393
2015 წელს სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე 650 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ჯანდაცვის სპეციალისტი, თენგიზ ვერულავა ამბობს, რომ ეს თანხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდირებულ თანხაზე ბევრად ნაკლებია. როგორც ვერულავამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, საქართველო ჯანდაცვაზე, მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც ნაკლებს ხარჯავს.
 
"თავდაპირველად მნიშვნელოვანია თუ რამდენია გამოყოფილი სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის სისტემის დასაფინანსებლად. შემდეგ რამდენად საკმარისია ეს თანხა და რამდენად ეფექტურად იხარჯება ის. ამისათვის კი კრიტერიუმები, მაჩვენებლები და რეკომენდაციები არსებობს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს შემუშავებული. შემიძლია სამი კრიტერიუმის დასახელება. ეს გახლავთ სახელმწიფო ჯანდაცვის დანახარჯები მთლიან სახელმწიფო დანახარჯებში, - ეს 15 პროცენტი უნდა იყოს და ამ დროს ჩვენთან 6,9 პროცენტია. მეორე კრიტერიუმია - ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში რამდენია სახელმწიფო დანახარჯები. ეს მინიმუმ 40 პროცენტი უნდა იყოს. ამ დროს კი ჩვენ 29 პროცენტი გვაქვს. ასევე, მთლიან შიდა პროდუქტში სახელმწიფო დანახარჯები, აქაც 5 პროცენტია განსაზღვრული ჩვენ კი 2,6 პროცენტი გვაქვს. ჩვენთან ყველაფრის განხილვა ზედაპირულად ხდება. რა მეცნიერული გათვლები თუ კვლევები დგას ამის უკან ამაზე კაციშვილი არ საუბრობს. ამ დროს, საქართველო იმ თანხის მინიმუმსაც არ გამოყოფს, რაც რეკომენდირებულია. რომ გადავხედოთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებზეც ნაკლებს ვხარჯავთ. სახელმწიფოს ნება უნდა იყოს, რომ საკმარისი თანხა გამოყოს. ბოლო წლებში კი გაორმაგდა ეს თანხა, წელსაც 800 მილიონი არის დაგეგმილი და პირველად მოხდა მთელი 25 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ რეკომენდირებულის მინიმუმს მივუახლოვდით,“ - აცხადებს თენგიზ ვერულავა.