06.აპრილი.2016 12:34
ეკონომიკა

"საპარტნიორო ფონდსა" და "საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას" შორის მემორანდუმი გაფორმდა

"საპარტნიორო ფონდსა" და "საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას" შორის მემორანდუმი გაფორმდა
"საპარტნიორო ფონდსა" და "საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას" შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში ერთობლივ პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის“ დელეგაცია, რომელსაც პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი ხელმძღვანელობს სამდღიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში და მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, ვიზიტის მიზანია აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ უძველესი ქვეყნის, აქტიური ჩართვა რეგიონულ პროექტებში.

"საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა რამოდენიმე ათეულ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ვისთვისაც საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა „აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატების საწინდარია," ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. საგანელიძის განცხადებით, საქართველო "აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართვით დაიბრუნებს თავის ისტორიულ როლს და ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი გახდება.
„პროექტის განხორციელება ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, განავითაროს ინფრასტრუქტურა და ქვეყანა ჩაერთოს საერთაშორისო კომერციულ პროექტებში," - აღნიშნა დავით საგანელიძემ.

"საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა" შეიქმნა ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში 2015 წელს. მასში 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიებია გაერთიანებული.



16.ნოემბერი.2018 19:20
509

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 18:24
131

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:09
112

საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:42
182

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:26
134

ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:10
169

"სახელფასო ბიუჯეტში უმნიშვნელო ზრდა არის"

ვრცლად