09.აგვისტო.2018 11:24
საზოგადოება

"სანამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის სრული ანალიზი არ გვექნება, შახტები დახურული იქნება"

"სანამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზის სრული ანალიზი არ გვექნება, შახტები დახურული იქნება"
პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ტყიბულის შახტები მანამ იქნება დახურული, სანამ ტრანგედიის გამომწვევი მიზეზის სრული ანალიზი არ მოხდება.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავხუროთ შახტები მანამ სანამ არ მოხდება ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების სრული ანალიზი, მათ შორის არ დაიდება გამოძიების შედეგები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის გასაკეთებელი, ვიცოდეთ ზუსტად, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები ავიცილოთ.

კომპანიასთან შესაბამისი პროფილის სამინისტროებს ექნებათ კომუნიკაცია, რომ შახტების დახურვის პერიოდში მოქალაქეებმა მიიღონ სახელფასო ანაზღაურება“, - განაცხადა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში 25-ვე შახტა ამ დროისთვის დახურულია. რამდენიმე დღის წინ კი შსს-მ შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე 7 პირი პასუხისგებაში მისცა.




21.ოქტომბერი.2018 16:58
732

რამდენი ფიზიკური პირი იხდის საქართველოში ქონების გადასახადს

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 14:15
641

„გირჩი“ კანაფის ფესტივალისთვის ემზადება - რა ხდება „დედაენის ბაღში“

ვრცლად
20.ოქტომბერი.2018 12:45
1168

საქართველოში რეპუტაციის მართვის კომპანია დაფუძნდა

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:23
424

ვისი მიზეზით განადგურდა მოცვის პლანტაციები ლაითურში?

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 19:00
4121

ხორგუაშვილი: 5 მიზეზი, რის გამოც ლარი უფასურდება

ვრცლად
19.ოქტომბერი.2018 18:33
100

ვინ იხდის არასაყოფაცხოვრებო და საყოფაცხოვრებო ტარიფს?

ვრცლად