მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტორული საქმიანობის გამოცდილების გაზიარება

BM.GE
12.07.19 10:27
749
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორული საქმიანობის გამოცდილებას უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელორუსიის აუდიტის სამსახურებს გაუზიარებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისში, გენერალურმა აუდიტორებმა მოაწერეს ხელი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტორული საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარების გარდა, პროექტის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ჯანდაცვასა და გარემოს უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივ, პარალელურ აუდიტებს ჩაატარებს.