მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს GAU-ს ბიზნესის სკოლის QUANT პროგრამა?

BM.GE
12.11.19 11:14
925
2074 კურსდამთავრებული, 90% იანი დასაქმების მაჩვენებელი და მე-3 და მე-4 კურსელების შემთხვევაში 50%-ზე მეტი. - ასეთია ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის პორტფელი რიცხვებში, რომელიც ქართულ ბაზარზე 2005 წელს შემოვიდა. 2018-2019 სასწავლო წლის მონაცემებით, აქტიური სტუდენტების რაოდენობა 1,403 სტუდენტია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რითიც უნივერსიტეტის დამფუძნებლები თავს იწონებენ, ეს სტუდენტებისა და ლექტორების რაოდენობის თანაფარდობაა. ანუ როგორ ნაწილდება ლექტორების დრო სტუდენტებზე და სწავლებისას საშუალოდ რა დროს ხარჯავს ლექტორი ერთ სტუდენტზე. GAU-ში ეს მაჩვენებელი არის 8, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ ერთ ლექტორზე მოდის 8 სტუდენტამდე. ეს მაჩვენებელი OECD-ის ქვეყნების უნივერსიტეტების შემთხვევაში შეადგენს 13-ს. საქართველოს უნივერსიტეტებისათვის კი საშუალო მაჩვენებელია 16. რაც იმას ნიშნავს რომ, ამ მაჩვენებელის მიხედვით GAU სრულიად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.


ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო, რომელმაც QUANT-ის პროგრამა საგანმანათლებლო სისტემაში დანერგა და პირველი გამოშვების სტუდენტები დასაქმების ბაზარზე ჯერ კიდევ 9 წლის წინ გამოჩნდნენ.


სტუმრები: ნატო ტორონჯაძე - GAU-ს ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე;
პაატა ღაძაძე - თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი, GAU-ს ლექტორი;
თორნიკე მოსიაშვილი - GAU-ს და შემდეგ MIT კურსდამთავრებული