19.იანვარი.2016 10:57
მსოფლიო

"საფრანგეთის ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობაშია, სოციალური მოდელის შეცვლის დრო მოვიდა"

"საფრანგეთის ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობაშია, სოციალური მოდელის შეცვლის დრო მოვიდა"
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ უმუშევრობასთან ბრძოლისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს. ოლანდის შეფასებით, საფრანგეთის ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობაშია. 2-წლიანი გეგმის მიხედვით, კომპანია, სადაც 250 ადამიანზე ნაკლები მუშაობს, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს, თუ სამსახურში ნახევარ წელზე მეტი ვადით ახალგაზრდას ან სამუშაოს მაძიებელს აიყვანს. უმუშევრობის დონე საფრანგეთში ახლა 10.6%-ია. შედარებისთვის, გერმანიაში ის 4.2%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოდ ევროკავშირში - 9.8%-ს. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ გეგმის დასაფინანსებლად ფულის მოძიება, სხვა საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის საფუძველზე მოხდება. "ამ 2 მილიარდი ევროს შეგროვება, რაიმე ახალი გადასახადების შემოღების ხარჯზე არ მოხდება“, - ირწმუნება ოლანდი. სოციალისტმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის ეკონომიკა საგანგებო მდგომარეობაშია და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მოდელის შეცვლის დრო მოვიდა.



09.ნოემბერი.2018 20:00
391

მსოფლიოს საუკეთესო CEO-ების ასეული

ვრცლად
09.ნოემბერი.2018 19:00
213

Tesla-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ვრცლად
09.ნოემბერი.2018 16:57
108

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას 2 წელში ყველაზე კარგი კვარტალი ჰქონდა

ვრცლად
09.ნოემბერი.2018 11:26
92

ნავთობის ფასი შემცირდა

ვრცლად
09.ნოემბერი.2018 10:50
118

Facebook საცალო გაყიდვების ბიზნესში შედის

ვრცლად
08.ნოემბერი.2018 19:00
108

ტრამპი ნავთობის ფასის შემცირებას თავის დამსახურებად მიიჩნევს

ვრცლად