მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო კანონით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს"

568d15f13ec85
BM.GE
06.01.16 17:01
1709
"ეროვნული ბანკის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო კანონით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს", - ამის შესახებ განცხადებას "ბიზნესკონტაქტთან" კონსტატნტინე სულამანიძე აკეთებს. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით საბჭოს მხოლოდ გარკვეული უფლებამოსილება შეიზღუდა და ძირითადი შეზღუდვები მას როგორც სააგენტოს ხელმძღვანელ პირს შეეხო.
 
"ძირითადი შეზღუდვები მე როგორც სააგენტოს უფროსს შემეხო, ხოლო საბჭოს უმნიშვნელო ფუქნციები შეუზღუდეს და მას მთელი რიგი ფუნქიები დარჩა. საბჭომ უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა, სტრატეგია, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. მათთვის ეს კანონს არ შეუზღუდია, ისინი ვალდებულები არიან კანონის მიხედვით ამაზე იმუშაონ. მათი წერილი მოიცავდა არა ხელფასების დანიშვნას, არამედ იმას რომ პარლამენტმა მიაქციოს ყურადღება ამ კანონის შესრულებას და მოახდინოს მონიტორინგი", - აცხდებს სულამანიძე.

მისივე თქმით, კანონის მიხედვით, საბჭოს უნდა ჰქონდეს სამუშაო პირობები, მათ შორის ოფისი და ტექნიკური ბაზა, თუმცა ამ დროისთვის საბჭო კანონით ნაკსრ ვალდებულებას ვერ ასრულებს.

"საბჭოს წევრებს არ აქვთ იმის შესაძლებობლობა რომ თავითნთი უფლება-მოვალეობები შეასრულონ. კანონით ეს ეროვნულმა ბანკმა უნდა გაითვალსწინოს, პარლამენტმა კი მონიტორინგი განახორციელოს. საბჭომ პარლამენტს 30 ნოემბერს მიმართა და ამ დროისთვის მუშა პროცესი მიმდინარეობს“, - აცხადებს სულამანიძე.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წარმომადგენლები, რომელთაც საქმიანობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აქვთ შეზღუდული, ხელფასის დანიშვნას და მუშაობისთვის საჭირო პირობების შექმნას ითხოვენ. მათ შესაბამისი წერილით, რომელიც 30 ნოემბრით თარიღდება, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართეს. "როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის სექტემბერში, პარლამენტის მიერ დამტკიცდა სსიპ "საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს" საბჭოს შემადგენლობა, საბჭოს თავმჯდომარე და სააგენტოს უფროსი. სააგენტო დაუყოვნებლივ შეუდგა მუშაობას და მოახდინა: 1) სააგენტოს დებულების 2) საშტატო ნუსხის 3) სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის და 4) სააგენტოს 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. სააგენტოს ხსენებეულ სხდომაზე, საბჭოს წევრის სტატუსით მონაწილეობას იღებდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენელი. მიმდინარე წლის ოქტომბერში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სააგენტოს საბჭოსა და სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება შეეზღუდათ გარკვეული ოპერაციების წარმართვისათვის, მაგრამ მთელ რიგ საკითხებზე მუშაობის უფლება კვლავ ძალაშია. შესაბამისად, სააგენტოს მუშაობისთვის საჭირო აუცილებელი პირობები (სამუშაო შენობა, კომპიუტერული ტექნიკა, სახელფასო ბიუჯეტი და სხვა) რაც კანონის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი ამ ეტაპზე არ შესრულებულა. ასევე არ არის განსაზღვრული სააგენტოს საბჭოს წევრების სარგო. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამისს კომიტეტეს კანონის შესრულების მონიტორინგის განხორციელება", - ნათქვამია დავით უსუფაშვილისადმი გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს საფინანსო ზედამხდეველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და საბჭოს წევრები: ტერნესი, ურუმაშვილი და გალდავა აწერენ.