06.იანვარი.2016 18:38
საფინანსო სექტორი

"საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 10 მილიონით მეტის დახარჯვას გეგმავს"

"საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 10 მილიონით მეტის დახარჯვას გეგმავს"
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საფინანსო ზედამხედველობის საბჭოს მიერ წარდგენილი ბიუჯეტით ადმინისტრაციული ხარჯები 10 მილიონი ლარით, ხოლო თანამშრომელთა ოდენობის 67 ერთეულით გაზრდა იგეგმება.
 
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2015 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შესაძლო რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, შეაჩერა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს საქმიანობა და სააგენტოს აპარატის ფორმირება და ფუნქციონირება საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე. ამ პერიოდში კი საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის ფუნქცია ერთმნიშვნელოვნად ისევ ეროვნულ ბანკს დაეკისრა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საფინანსო სექტორის რეგულირებას კვლავ ეროვნული ბანკი ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს საბჭოს მიერ წარმოდგენილი საშტატო ნუსხის მიხედვით, ამჟამად ეროვნული ბანკის ფარგლებში საზედამხედველო ფუნქციაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა ოდენობასთან შედარებით 67 ერთეულით იზრდება სააგენტოს აპარატის თანამშრომელთა რიცხვი, ხოლო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სააგენტოს, არსებულ ბიუჯეტთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 10 მილიონი ლარით მეტის დახარჯვა აქვს დაგეგმილი.

ეროვნული ბანკი ცალსახად აცხადებს, რომ არამიზნობრივი და არაკანონიერი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯის გაწევა, მით უფრო, რომ სააგენტო რეალურად არ ფუნქციონირებს და საფინანსო სფეროს ზედამხედველობის ფუნქციას კვლავ ეროვნული ბანკი ასრულებს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წარმომადგენლები, რომელთაც საქმიანობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აქვთ შეზღუდული, ხელფასის დანიშვნას და მუშაობისთვის საჭირო პირობების შექმნას ითხოვენ. მათ შესაბამისი წერილით, რომელიც 30 ნოემბრით თარიღდება, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მიმართეს. "როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის სექტემბერში, პარლამენტის მიერ დამტკიცდა სსიპ "საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს" საბჭოს შემადგენლობა, საბჭოს თავმჯდომარე და სააგენტოს უფროსი. სააგენტო დაუყოვნებლივ შეუდგა მუშაობას და მოახდინა: 1) სააგენტოს დებულების 2) საშტატო ნუსხის 3) სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის და 4) სააგენტოს 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. სააგენტოს ხსენებეულ სხდომაზე, საბჭოს წევრის სტატუსით მონაწილეობას იღებდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენელი. მიმდინარე წლის ოქტომბერში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სააგენტოს საბჭოსა და სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება შეეზღუდათ გარკვეული ოპერაციების წარმართვისათვის, მაგრამ მთელ რიგ საკითხებზე მუშაობის უფლება კვლავ ძალაშია. შესაბამისად, სააგენტოს მუშაობისთვის საჭირო აუცილებელი პირობები (სამუშაო შენობა, კომპიუტერული ტექნიკა, სახელფასო ბიუჯეტი და სხვა) რაც კანონის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი ამ ეტაპზე არ შესრულებულა. ასევე არ არის განსაზღვრული სააგენტოს საბჭოს წევრების სარგო. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამისს კომიტეტეს კანონის შესრულების მონიტორინგის განხორციელება", - ნათქვამია დავით უსუფაშვილისადმი გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს საფინანსო ზედამხდეველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და საბჭოს წევრები: ტერნესი, ურუმაშვილი და გალდავა აწერენ.



19.ნოემბერი.2018 12:06
360

"პრემიერის განცხადება საარჩევნო კოდექსთან წინააღმდეგობაშია"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 11:42
1869

"მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ვალების განულებაზე არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 11:25
390

პრემიერი "ვალების განულებაზე“: საბანკო და საფინანსო სექტორი გაჯანსაღდება

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 11:20
191

"ვმუშაობთ ე.წ. მევახშეებისგან დაზარალებული მოსახლეობის პრობლემის მოგვარებაზეც"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 11:06
5809

მთავრობა მოსახლეობის "ვალების განულებას" იწყებს

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 10:25
45

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად