19.აპრილი.2016 17:43
საზოგადოება

"საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია": ბათუმში წლევანდელ სეზონზე ფასები შესაძლოა გასამმაგდეს

"საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია": ბათუმში წლევანდელ სეზონზე ფასები შესაძლოა გასამმაგდეს
"საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი წლევანდელ სეზონზე ბათუმში ტურისტების ბუმს ელოდება. თუმცა, ოსმან ჩალიშქანი ეჭვქვეშ აყენებს საკითხს, რამდენად არის მზად აჭარა ტურისტების მისაღებად და მათ დასაკმაყოფილებლად.
 
მისი თქმით, წელს 2 რამის ეშინია – მომსახურების დაბალი ხარისხის და გასამმაგებული ფასების. ჩალიშქანი ამბობს, რომ ამ მიზეზების გამო ტურისტები მომდევნო წელს უბრალოდ აღარ ჩამოვლენ და სხვა მიმართულებას აირჩევენ. ჩალიშქანი წლევანდელ ზაფხულში რუსი ტურისტების მოზღვავებას ელოდება.

"არ უნდა გასამმაგდეს ფასები. მე მესმის მოსახლეობის, რომ სეზონი სულ 2 თვეა და ამ თანხით მათ მთელი ზამთარი უნდა არჩინონ ოჯახები. მაგრამ თუ ფასი იქნება სამმაგი, ის ადამიანები მეორე წელს აღარ ჩამოვლენ",- აცხადებს ოსმან ჩალიშქანი.

"საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის" ხელმძღვანელის თქმით, მწვავედ დგას მომსახურების დაბალი ხარისხის პრობლემაც. სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით ბათუმში სასტუმრო-კოლეჯის გახსნა იგეგმება, რომელიც მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს გადაამზადებს და მათ კვალიფიკაციას აუმაღლებს.

"დიდი პრობლემა გვაქვს მომსახურების დონის და კვალიფიკაციის მიმართულებით. ჩვენი ასოციაცია იმაზე მუშაობს, რომ ბათუმში გავხსნათ, სასტუმრო-კოლეჯი, რომ კვალიფიკაცია ავამაღლოთ მომსახურების სფეროში. ანუ ეს იქნება თან სასტუმრო თან სასწავლო ცენტრი",- აცხადებს ოსმან ჩალიშქანი.

მისი თქმით, კვალიფიკაციის პრობლემა ზოგადად ბევრ სფეროში დგას და ამის შესახებ თითქმის ყველა შეხვედრაზე საუბრობენ.

"რატომ უნდა იმუშავოს ჩემს ქვეყანაში უცხო ხელმძღვანელმა, რატომ უნდა ადგეს თავზე მუშას უცხოელი ინჟინერი? რა თქმა უნდა, მე ზოგადად უცხოელების საქართველოში მუშაობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არიან კვალიფიციური ადამიანები",- აცხადებს ოსმან ჩალიშქანი.

რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს ფასების დაწესებისას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

"მე მინდა ტურიზმის სექტორს მოვუწოდო, რომ ძალიან ფრთხილები იყვნენ ფასებთან მიმართებაში, რადგან მეზობლად გვყავს არაერთი კონკურენტი ქვეყანა. შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ ფასისა და სერვისის შესაბამისობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ტურისტები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასევე არაერთ ავიაკომპანიასთან, რომ რაც შეიძლება მეტი სტუმარი შემოვიყვანოთ და რაც შეიძლება იაფი ღირდეს ბილეთი", – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ქუმსიშვილი წელს ტურიზმიდან შემოსავლების ზრდას ელის. შეგახსენებთ, 2015 წელს ქვეყანამ 1,9 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ამ სექტორიდან. წლიური ზრდა 148 მილიონი იყო.

"კომერსანტი"



15.დეკემბერი.2018 15:05
439

ქვეყნები, რომლის მოქალაქეებიც ნოემბერში საქართველოში არ შემოუშვეს

ვრცლად
15.დეკემბერი.2018 13:59
983

სემეკი: ბინების დღიურად გამქირავებლები საყოფაცხოვრებო ტარიფს გადაიხდიან

ვრცლად
15.დეკემბერი.2018 13:09
62

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი მონიტორინგის მიზნით კომპანია RMG-ში იმყოფებოდა

ვრცლად
15.დეკემბერი.2018 12:48
1126

რომელი ვარსკვლავის კონცერტს დაესწრებოდით Black Sea Arena-ზე? - მთავრობის გამოკითხვა

ვრცლად
15.დეკემბერი.2018 12:34
68

ხაშურში სტადიონის მშენებლობისთვის 6.2 მლნ ლარი დაიხარჯება

ვრცლად
14.დეკემბერი.2018 14:37
208

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შემდეგ, დაირეგისტრირეს თუ არა უცხოელებმა მიწა? - წულუკინის პასუხი

ვრცლად