28.დეკემბერი.2015 10:24
საფინანსო სექტორი

"საბანკო სექტორის სარეკლამო რგოლები ყოველთვის არ იცავს მომხმარებლის ინტერესს"

"საბანკო სექტორის სარეკლამო რგოლები ყოველთვის არ იცავს მომხმარებლის ინტერესს"
"საზოგადოება და ბანკებმა" ბოლო 4 თვის განმავლობაში კომერციული ბანკების რეკლამების მონიტორინგი ჩაატარა. როგორც არასამთავრობოში განმარტავენ, კვლვევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2015 წელს ბანკები საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავდნენ დისტანციური პროდუქტების პოპულარიზაციაზე.
 
"კომერციული ბანკები სხვადასხვა წამახალისებელი აქციების საშუალებით მომხმარებელს მოუწოდებდნენ, რომ უფრო აქტიურად ისარგებლონ უკონტაქტო ბარათებით. ამას ბონუს პროგრამებით და სხვადასხვა შეთავაზებებით ახერხებენ. მაგალითად თუ მომხმარებლები პლასტიკური ბარათით შეიძენენ რაიმე პროდუქტს, მათ ერიცხებათ ქულები, ან რამდენჯერმე სარგებლობის შემთხვევაში გადაეცემათ სხვადასხვა საჩუქრები.

ბოლო 4 თვის განმავლობაში, გაიზარდა ლარში ანაბრების პროცენტი. ამ მიმართულებით სხვადასხვა სარეკლამო კამპანია დაიგეგმა. რეკლამებში ნაჩვენებია გრძელვადიანი ანაბრის პროცენტი, თუმცა არაფერია ნათქვამი ანაბრის ვადის შესახებ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში შევიდეს და სარეკლამო ტექსტის მიხედვით იფიქროს, რომ მითითებულ სარგებელს მოკლევადიანი დეპოზიტების შემთხვევაშიც მიიღებს.

კვლვევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მომხმარებლებს მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება აქვთ, ვიდრე წინა წლებში. საპროცენტო განაკვეთი მინიმალური ნიშნულით ფიქსირდება. მაგალითად სესხი 12%-დან, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15%-დან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკები სესხს ამაზე დაბალ პროცენტში არ გასცემენ. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ბანკები მცირე სესხის დროს საერთოდ არ უთითებენ პროცენტს და სხვა გამარტივებულ პროცედურებზე ამახვილებენ ყურადღებას.
ბანკები ახალი წლის დადგომასთან ერთად აქტიურად სთავაზობენ მომხმარებელს 0%-იანი განვადების რეკლამას სადაც არ არის მითითებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

საბანკო სექტორის სარეკლამო რგოლები შეიძლება ერთი შეხედვით საკმაოდ შთამბეჭდავი იყოს, მაგრამ ისინი ყოველთვის არ იცავენ მომხმარებლის ინტერესს. ზოგიერთმა სარეკლამო რგოლმა შესაძლოა ბანკის კლიენტი შეცდომაში შეიყვანოს. ყველა ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. სარეკლამო რგოლი უნდა ასახავდეს რეალობას და არ უნდა შეჰყავდეს მომხმარებელი შეცდომაში", - განმარტავენ არასამთავრობოში.
17.თებერვალი.2018 19:00
391

Bloomberg: ფრანგული კომპანიები თანამშრომლებს ვერ პოულობენ

ვრცლად
17.თებერვალი.2018 18:30
106

Facebook პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებაში დაადანაშაულეს

ვრცლად
17.თებერვალი.2018 18:00
120

მთავრობა ვიდეო გადაღებისთვის საჭირო აპარატის შესყიდვას დაჩქარებული წესით ითხოვს

ვრცლად
17.თებერვალი.2018 17:00
57

მრეწველობის სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი

ვრცლად
17.თებერვალი.2018 16:30
106

"თბილისის ღვინის სკოლამ“ სომელიეთა მომზადების მიზნით მიღება გამოაცხადა

ვრცლად
17.თებერვალი.2018 16:00
120

მერია LED ეკრანებში 90 ათას ლარს დახარჯავს

ვრცლად