27.იანვარი.2016 11:23
ეკონომიკა

"რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციებში პრემია-დანამატის სახით 1 114 928 ლარი გაიცა"

"რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციებში პრემია-დანამატის სახით 1 114 928 ლარი გაიცა"
2015 წელს სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 1 114 928.69 ლარი გაიცა, მათ შორის პრემია - 463 817.5ლარი, სახელფასო დანამატი კი - 680 111.19 ლარი, - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" აქვეყნებს. 

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, 2012-2014 წლებთან შედარებით, შემცირებულია პრემიების გაცემის სიხშირე და ოდენობა, თუმცა 2015 წელს მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სახელფასო დანამატის გაცემის მაჩვენებელი;

"2015 წლის განმავლობაში სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვიურად გაიცემოდა;

თანამდებობის პირთა მიერ აღებული პრემიისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე გურიის სამხარეო ადმინისტრაციებმა მოგვაწოდეს. სხვა სამხარეო ადმინისტრაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში კი, მხოლოდ წლის მანძილზე პრემიისა და დანამატის სახით გაცემული თანხის ჯამური ოდენობაა ასახული;

2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა;

2015 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში - 167 712.26 ლარის ოდენობით. 2015 წელს გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის საერთო მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაა (204 769.76 ლარი);

2015 წელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორს, პარმენ მარგველანს სახელფასო დანამატის სახით დაერიცხა 35 400 ლარი, პრემია კი - 2 950 ლარი (საერთო ოდენობა - 38 350 ლარი);

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2015 წლის მაისიდან იმყოფება, 2015 წელს სახელფასო დანამატის სახით მიიღო 22 668 ლარი, პრემია კი 2 950 ლარის ოდენობით;

გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფიშვილმა, რომელიც 2015 წლის მაისამდე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2015 წელს სახელფასო დანამატი 12 732 ლარი, ხოლო პრემია - 2 360 ლარი მიიღო;

მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე გურიის გუბერნატორების მსგავსად, სახელფასო დანამატს ყოველთვიურად იღებდნენ სხვა გუბერნატორებიც.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოებრის N627 დადგენილებაში “საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე” სახელფასო დანამატი განმარტებულია, როგორც ხელფასის ოდენობის დროებითი გაზრდა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური ფაქტორით, მაგალითად, სამუშაო ადგილით ან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებით. დამატებითი ანაზღაურება ინიშნება იმავე ვადით, რა დროითაც გრძელდება მისი დანიშვნის გარემოება.

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების ცალკეული თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატები გაიცემა დასაბუთების გარეშე, რაც არღვევს დანამატების გაცემის პრინციპს. მხოლოდ კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებიდან მიღებულ წერილებშია აღნიშნული, რომ ცალკეული თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატი გაიცა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის. ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სათანადოდ უნდა დაასაბუთოს დანამატის გაცემის აუცილებლობა და მიუთითოს ის კრიტერიუმი, რომლის თანახმად ხდება საჯარო მოხელეზე დანამატის გაცემა.

რაც შეეხება პრემიებს, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში პრემიის გაცემა „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის 449-ე დადგენილებით რეგულირდება, აღნიშნული დადგენილება კი შეიცავს არაერთ ხარვეზს, რის გამოს საჯარო დაწესებულებებს შეუძლიათ პრემირების პროცესი კვლავ ძველი მანკიერი პრაქტიკით გააგრძელონ.

სამწუხაროდ, გუბერნიების ნაწილმა სრულად არ მოგვაწოდა ინფორმაცია კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ აღებული პრემიისა და სახელფასო დანამატების შესახებ, რამაც კვლევის სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობა არ მოგვცა. შესაბამისი პასუხისმგებელი პირები უნდა აცნობიერებდნენ საჯარო ინფორმაციის შეუფერხებლად ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, რადგან ინფორმაციის გაუცემლობით ლახავენ ლეგიტიმურ საჯარო ინტერესებს", - განმარტავენ საერთაშორისო-გამჭირვალობა საქართველოში. 
 



21.სექტემბერი.2018 18:00
114

"თბილისის განვითარებით მოხარულები ვართ, თუმცა სხვა რეგიონებმაც უნდა გამოიყენონ პოტენციალი"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:37
58

თბილისში საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 17:20
63

"საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკას მხარს ვუჭერთ"

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 16:11
146

"ჯორჯიან მანგანეზს“ პროდუქციის მიწოდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის სურს

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 15:01
346

ოსინოვსკი: საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუარესებულია

ვრცლად
21.სექტემბერი.2018 14:30
187

"ფეროშენადნობთა ასოციაცია" დარგისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვას ითხოვს

ვრცლად