16.აპრილი.2018 16:07
ეკონომიკა

"რომელი სექტორი შეედრება საბანკო სექტორს ან გამჭვირვალობით ან ზრდით?"

"რომელი სექტორი შეედრება საბანკო სექტორს ან გამჭვირვალობით ან ზრდით?"
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი შაგიძის განცხადებით, „არის ბევრი თემა, რომელიც შეიძლება უკეთ გაკეთდეს, მაგრამ საბანკო სექტორი დღეს ნამდვილად ეკონომიკის ფლაგმანია“.

ამის შესახებ შაგიძემ ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროში ბანკირებსა და ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის გამართული 1-საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

BM.ge-ის კითხვას - როგორ ესმით ფრაზა - „ფინანსთა მინისტრი ახალი სამართლიანი თამაშის წესებისთვის“ და ნიშნავს თუ არა აღნიშნული იმას, რომ დღეს ბანკები უსამართლო თამაშის წესებით მოქმედებენ, შაგიძემ ასეთი პასუხი გასცა:

„ვთვლით, რომ არის ბევრი თემა, რომელიც შეიძლება უკეთ გაკეთდეს, მაგრამ საბანკო სექტორი დღეს ნამდვილად არის ეკონომიკის ფლაგმანი ყველა მიმართულებით - ეს იქნება კორპორატიული მართვა, მენეჯმენტის ხარისხი, გამჭვირვალეობა, ზრდა და ა.შ“, - განაცხადა შაგიძემ და ოფიციალური სტატისტიკაც მოიშველია იმის დასტურად, რომ საბანკო სექტორში სესხებზე პროცენტები კლებადია.

„შარშან მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება 21%-ით გაიზარდა. 2012 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე პროცენტი 15% იყო. შარშან იყო 10%. ბუნებრივია, როცა ვხედავთ დაკრედიტების ასეთი ტიპის ზრდას, ასეთი ტიპის კლებას საბანკო პროცენტებზე, რომელია სხვა სექტორი, რომელიც შეედრება ან გამჭვირვალობით, ან ზრდით ან ასეთი ხელშეწყობით“, - განაცხადა შაგიძემ.

რაც შეეხება მინისტრთან შეხვედრას, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის შეფასებით, შეხვედრა იყო პოზიტიური და კონსტრუქციული და შეეხებოდა მთავრობის ახალ ინიციატივებს.

„გავაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში მუშაობას შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში და შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით მაისის პირველ დეკადაში, რომ კიდევ უფრო მეტი დეტალი გავუზიაროთ ერთმანეთს“, - აღნიშნა მან.
ავტორი: თელარა გელანტია



22.მარტი.2019 18:26
36

„ხელედულა ჰესსზე“ სასაუბროდ თურნავა და სუბარი ლენტეხში ჩავიდნენ, მაგრამ განხილვა გადაიდო

ვრცლად
22.მარტი.2019 18:00
95

ჭიაბერაშვილი 15 ბანკის შემოწმებას ივანიშვილის მიერ „ჯვაროსნული ლაშქრობის“ გამოცხადებით ხსნის

ვრცლად
22.მარტი.2019 17:27
133

2018 წელს შემოსავლების სამსახურმა 15 ბანკი შეამოწმა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია

ვრცლად
22.მარტი.2019 17:04
40

GWP-მ წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე მოზარდ თაობასთან ერთად აღნიშნა

ვრცლად
22.მარტი.2019 16:59
116

კონსორციუმი ცქიტიშვილს პასუხობს: საქმე გვაქვს მთელი საინვესტიციო გარემოს დაზიანების მცდელობასთან

ვრცლად
22.მარტი.2019 16:36
96

კონსორციუმი: სამწუხაროდ, ცქიტიშვილმა არაერთი მცდარი და დამახინჯებული განცხადება გააკეთა

ვრცლად