16.აპრილი.2018 16:07
ეკონომიკა

"რომელი სექტორი შეედრება საბანკო სექტორს ან გამჭვირვალობით ან ზრდით?"

"რომელი სექტორი შეედრება საბანკო სექტორს ან გამჭვირვალობით ან ზრდით?"
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი შაგიძის განცხადებით, „არის ბევრი თემა, რომელიც შეიძლება უკეთ გაკეთდეს, მაგრამ საბანკო სექტორი დღეს ნამდვილად ეკონომიკის ფლაგმანია“.

ამის შესახებ შაგიძემ ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროში ბანკირებსა და ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს შორის გამართული 1-საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

BM.ge-ის კითხვას - როგორ ესმით ფრაზა - „ფინანსთა მინისტრი ახალი სამართლიანი თამაშის წესებისთვის“ და ნიშნავს თუ არა აღნიშნული იმას, რომ დღეს ბანკები უსამართლო თამაშის წესებით მოქმედებენ, შაგიძემ ასეთი პასუხი გასცა:

„ვთვლით, რომ არის ბევრი თემა, რომელიც შეიძლება უკეთ გაკეთდეს, მაგრამ საბანკო სექტორი დღეს ნამდვილად არის ეკონომიკის ფლაგმანი ყველა მიმართულებით - ეს იქნება კორპორატიული მართვა, მენეჯმენტის ხარისხი, გამჭვირვალეობა, ზრდა და ა.შ“, - განაცხადა შაგიძემ და ოფიციალური სტატისტიკაც მოიშველია იმის დასტურად, რომ საბანკო სექტორში სესხებზე პროცენტები კლებადია.

„შარშან მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება 21%-ით გაიზარდა. 2012 წელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე პროცენტი 15% იყო. შარშან იყო 10%. ბუნებრივია, როცა ვხედავთ დაკრედიტების ასეთი ტიპის ზრდას, ასეთი ტიპის კლებას საბანკო პროცენტებზე, რომელია სხვა სექტორი, რომელიც შეედრება ან გამჭვირვალობით, ან ზრდით ან ასეთი ხელშეწყობით“, - განაცხადა შაგიძემ.

რაც შეეხება მინისტრთან შეხვედრას, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის შეფასებით, შეხვედრა იყო პოზიტიური და კონსტრუქციული და შეეხებოდა მთავრობის ახალ ინიციატივებს.

„გავაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში მუშაობას შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში და შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ შევხვდებით მაისის პირველ დეკადაში, რომ კიდევ უფრო მეტი დეტალი გავუზიაროთ ერთმანეთს“, - აღნიშნა მან.
ავტორი: თელარა გელანტია



19.ივლისი.2018 15:53
195

თბილისის და ქუთაისის ლოჯისტიკური ცენტრები, შესაძლოა, ერთმა კონსორციუმმა ააშენოს

ვრცლად
19.ივლისი.2018 15:40
80

"ბიოტექნოლოგიები ყველაზე მაღალ პოტენციური ბიზნესია საქართველოში"

ვრცლად
19.ივლისი.2018 14:44
251

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები

ვრცლად
19.ივლისი.2018 13:40
214

"სოფლებში ვენახს დაბინძურებული წყლით წამლავენ, რითიც შეწამვლა კი არა მოწამვლა ხდება"

ვრცლად
19.ივლისი.2018 12:53
324

ცემენტის ასოციაცია: ირანული ცემენტის დემპინგის მიმდინარე საფრთხეები

ვრცლად
19.ივლისი.2018 12:16
100

უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია ნავთობპროდუქტებია

ვრცლად