01.აპრილი.2016 17:23
ბიზნესი

"რომანოვების სასახლის" რესტავრაცია 3 წლის ვადაში დასრულდება

"რომანოვების სასახლის" რესტავრაცია 3 წლის ვადაში დასრულდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია, ე.წ. "რომანოვების სასახლე" სამართავად საპარტნიორო ფონდს გადასცა. როგორც საპარტნიორო ფონდში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, რეზიდენციის რესტავრაცია 3 წლის ვადაში დარულდება.
 
ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, ტერიტორიის პოპულარიზაციის მიზნით, ადგილზე სხვადასხვა ღონისძიებებისა და სამთავრობო შეხვედრების მოწყობა იგეგმება.

"ლიკანის სასახლე, ჯერ კიდევ რომანოვების დროს არის აშენებული და ის საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლოა. სამწუხაროდ, დღეს ის ისეთ მდგომარეობაში არ არის როგორშიც უნდა იყოს.

თქვენ იცით, რომ ადგილზე ლიკანის სასტუმრო მართვაში გადაცემული აქვს „რიქსოსს“, 50%-ის მფლობელი საპარტნიორო ფონდია, ყაზახურ მხარესთან ერთად და ეს ფაქტიურად ერთი ტერიტორიაა, რომლის გამიჯვნაც არ შეიძლება. ტერიტორიის განკარგვის უფლება ყაზახურ მხარეს აქვს, ამიტომ სწორია, რომ ერთი სისტემის ქვეშ იყოს.

ეს ჩვენთვის დიდი ვალდებულებაა. ადრე იყო საუბარი, რომ ადგილზე სასტუმრო გაკეთებულიყო, რისი კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რომანოვების სასახლე მუზეუმი უნდა იყოს", - განაცხადა დავით საგანელიძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია (გარდა სახლისა), 2015 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულის სააგენტოს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შედიოდა, მაგრამ მოგვიანებით ის გასაყიდი ობიექტების სიიდან ამოიღეს.

ცნობისთვის: ქალაქ ბორჯომში, მესხეთის ქუჩა N16-ში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული სასახლე, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც რომანოვების სასახლე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს და წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
2005 წლიდან რომანოვების სასახლეს საზაფხულო რეზიდენციად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყენებდა.



20.ნოემბერი.2018 17:43
89

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:00
998

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1177

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
103

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
221

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
452

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად