31.მარტი.2016 22:31
ბიზნესი, ექსკლუზივი

"რომანოვების სასახლე" სამართავად საპარტნიორო ფონდს გადაეცა

"რომანოვების სასახლე" სამართავად საპარტნიორო ფონდს გადაეცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია, ე.წ. „რომანოვების სასახლე“ სამართავად საპარტნიორო ფონდს გადასცა. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

"ჩვენი სურვილი იყო, რომ რომანოვების სასახლე გრძელვადიანი სარგებლობის პირობით გადაგვეცა ინვესტორისთვის. დაახლოებით, 50-მდე ინვესტორს ვესაუბრე, მაგრამ საბოლოო შეთანხმებას ვერცერთთან მივაღწიეთ, რადგან ობიექტის საოპერაციო ხარჯი ძალიან მაღალი იყო და საბოლოოდ, ყველამ თავი შეიკავა. ზოგიერთი ინვესტორი გვთავაზობდა, სასახლის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს აშენებას, მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, რადგან ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და იქ დამატებითი მშენებლობის განხორციელება არ შეიძლება. ამიტომ გადავწყვიტეთ, სამართავად საპარტნიორო ფონდისთვის გადაგვეცა. ფონდი ვალდებულია, რეზიდენციას სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოები ჩაუტაროს, მოაწყოს, პარკს მოუაროს და ოპერირება განახორციელოს“, - განაცხადა დიმიტრი ქუსიშვილმა.

ვიცე-პრემიერი იმედოვნებს, რომ რესტავრაციის შემდეგ, რომანოვების ისტორიული სასახლე დამსვენებლებისთვის საინტერესო ტურისტული ობიექტი იქნება.

შეგახსენებთ, ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია (გარდა სახლისა), 2015 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულის სააგენტოს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შედიოდა, მაგრამ მოგვიანებით ის გასაყიდი ობიექტების სიიდან ამოიღეს.

ცნობისთვის: ქალაქ ბორჯომში, მესხეთის ქუჩა N16-ში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული სასახლე, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც რომანოვების სასახლე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს და წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

2005 წლიდან რომანოვების სასახლეს საზაფხულო რეზიდენციად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყენებდა.
ავტორი: თელარა გელანტია



16.სექტემბერი.2018 22:00
258

"სვი ჭაჭა მეტრობით" - ალკომეტრი საკუთარი ჭაჭის ჩამოსხმას იწყებს

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 14:00
1309

ქართული რეცეპტებებით დამზადებული სადილები სავაჭრო ქსელში გაიყიდება

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 11:00
1782

ქართული ტრადიციული კერძები ექსპორტზე გავიდა

ვრცლად
15.სექტემბერი.2018 21:00
176

Keyword.ge – ქართული დომეინების "სათავსო"

ვრცლად
15.სექტემბერი.2018 12:00
311

კომპანიები, რომლებსაც რეესტრში საქმიანობის პროფილი მითითებული არ ექნებათ, დაჯარიმდებიან

ვრცლად
12.სექტემბერი.2018 18:04
407

Myvideo.ge-ზე 6 ქართული არხი გაითიშა

ვრცლად