27.იანვარი.2016 23:24
კრიპტოვალუტები, ტექნოლოგია

"როგორ მივატოვე უნივერსიტეტი და სამუშაო "Google"-ში, საათში 100$-ის გამომუშავებისთვის"

"როგორ მივატოვე უნივერსიტეტი და სამუშაო "Google"-ში, საათში 100$-ის გამომუშავებისთვის"
29 წლის უკრაინელი ვიტალ დანუკი არის ნამდვილი ადამიანი-ორკესტრი. ის წამოვიდა ოცნების სამსახურიდან, რომ დაკავებულიყო მეწარმეობით და ესწავლა პროგრამირება. დღეს დანუკი დროებით ცხოვრობს ტაილანდში, წერს პროგრამებს და მიჰყავს ბლოგი "co-ევოლუცია". ის ასევე კონსულტაციას უწევს სტარტაპებს და ინვესტორებს, გამოიმუშავებს საათში 100$-ს და არაფერს არ ნანობს. ამ ყველაფერს ონლაინ სწავლების მეშვეობით მიაღწია, რომელიც თავის დროზე აირჩია უნივერსიტეტში. გთავაზობთ რჩევებს, რომელსაც ის გამოცემა ain.ua-ს აძლევს.
 
რატომ დავტოვე უნივერსიტეტი და წამოვედი "google"-დან

„სკოლის დამთავრების შემდეგ, ოდნავი წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რა უნდა მეკეთებინა მთელი ცხოვრება. მე ჩავაბარე "კიევის ნაციონალური ეკონომიკურ უნივერსიტეტში". პირველი სემესტრის შემდეგ თითქმის აღარ დავდიოდი უნივერსიტეტში, მეორე სემესტრის ბოლოს კი ოფიციალურად დავტოვე უნივერსიტეტი. ამის მაგივრად დავიწყე ჩემი ინტერნეტ-ბიზნესის აწყობა. პრაქტიკისთვის ვსწავლობდი ინტერნეტ-მეწარმეობას და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. შესაძლოა უნივერსიტეტის დატოვება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში.

მარტივ გათვლებს თუ ჩავატარებთ, გამოვა, რომ უმაღლესი განათლება უკრაინაში არის უკიდურესად წამგებიანი. თვითონ შეაფასეთ: გზაში, შესვენებებში და ლექციებში ვხარჯავთ 5-9 საათს, 2-3 საათი დავალებების გასაკეთებლად, სულ გამოდის 7-12 საათამდე დღეში. ეს გამოდის 180 დღე წელიწადში, 4-5 წელი - ეს არის დაახლოებით 5040 საათიდან 10800 საათამდე, ძირითადად დრო იხარჯება სასოწარკვეთასა და დაკნინებაში, რომ საბოლოოდ მიიღო რა? 500 დოლარიანი ხელფასი თვეში?

რომ შევადაროთ უნივერსიტეტში დახარჯულ საათებს, პროგრამისტი 4-5 წელში 1000 საათს ხარჯავს, ინტერნეტ-მარკეტოლოგი და დიზაინერი დაახლოებით იგივეს. უაზრო უმაღლესი განათლების მაგივრად შეგიძლია სამი პროფესიით დაკავდე კარიერის დასაწყისში. ასევე, 1000 საათი დაუთმო ინგლისურს, 1000 საათი მეწარმეობაში პრაქტიკასა და თეორიას, და ამავე დროს კარგადაც გაერთო. ამისთვის საჭიროა მოტივაცია და ცნობისმოყვარეობა, რაც უნივერსიტეტში მყოფი სტუდენტების უმეტესობას არ აქვს.

პირველი სარგებელი ონლაინ განათლებისა ვიგრძენი Google-ში გასაუბრების დროს. ამავდროულად, გასაუბრების პირველ და მეორე რაუნდში მივიღე სამი სერთიფიკატი Google-ის განათლების სისტემის დახმარებით : Google Adwords და Google Analytics. არვიცი, ამან მოახდილა თუ არა გავლენა გასაუბრების დადებით შედეგზე, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ სარგებელი მომიტანა. Google-ში დაახლოებით 1 წელი ვმუშაობდი და წამოვედი, როდესაც აქტიურად დავიწყე პროგრამირების სწავლა.

სად და რა ვისწავლე ინტერნეტში

ონლაინ კურსებს ხშირად აკრიტიკებენ დაბალი დონის გამო. სერთიფიკატი გაძლევს სისრულისა და დამატებითი მოტივაციის შეგრძნებას, რომ არ დაანებო თავი სწავლას როდესაც ფინიშთან ხარ, მაგრამ მას თავისთავად აქვს ღირებულებაც. მე წარმატებით დავამთავრე 40 კურსი, მივიღე 30 სერთიფიკატი. თითქმის ყველა კურსი იყო ინგლისურად, ძირითადად edX, coursera, open2study, iversity-ზე. რუსულ ენაზე გავიარე მხოლოდ Hexlet-ის კურსი. გარდა ამისა, "აკადემიურ" ტერიტორიებზე მე მივიღე დიდი ცოდნა codeschool.com, teamtreehouse.com და codecademy.com-ზე, სადაც სერთიფიკატის მაგივრად მივიღე ბეიჯი.

რა მომცა ონლაინ კურსებმა

ონალინ კურსები არის ის, რამაც მომცა შესაძლებლობა ჩემი საათობრივი შემოსავალი გაეზარდა 100$-მდე. მე ვეხმარები სტარტაპებს განავითარონ თავიანთი ბიზნესი და მიიღონ ინვესტიციები, და ინვესტორებს - შეაფასონ სტარტაპების ხარისხი. ამას გარდა, მე ვმოგზაურობ აზიაში, საკუთარ თავს ბევრი სწავლის, პროექტების კეთების და სხვების დახმარების უფლებას ვაძლევ.

რჩევები თვითნასწავლებს

სწავლების დაწყება ღირს ყველაზე საინტერესოთი! აიღეთ 20 კურსი, გაირეთ პირველი კვირა და დატოვეთ მხოლოდ ის, რომელიც ნამდვილად დაგაინტერესებთ. ამოცანა N1 - აქციეთ ჩვევად სწავლა და მიიღეთ სიამოვნება ამ პროცესით.

კურსების არჩევისას გამოიყენეთ შემდეგი წესი: ნაწილი მაძლევს პროფესიულ ბონუსებს, ნაწილი კი-საერთო ინტერესებსა და ცნობისმოყვარეობას. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენში განავითაროთ ცნომისმოყვარეობა და ახალი ცოდნის მიღების დიდი სურვილი, ამის მისაღებად გირჩევთ უყუროთ : Cosmos, Planet Earth, Life. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანების გონება ეწინააღმდეგება ცვლილებებსა და სიახლეებს და ამას უნდა ებრძოლოთ. პირველ წელს, როდესაც პროგრამირებას ვსწავლობდი, საკუთარი თავი მეგონა ქმედითუუნარო სულელი. მეორე წლის შუაში შევეგუე ამ გრძნობას, რომელიც ახლაც ჩემთანაა. ხშირად ვხვდები უარყოფით დამოკიდებულებას ონლაინ კურსების მიმართ. ამას ყურადღება არ მიაქციოთ და მაქსიმალურად მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც სწავლის მოტივაციას აკნინებენ თქვენში.

IHUB Tbilisi



19.სექტემბერი.2018 11:38
584

Bitfury-მ ბიტკოინ მაინინგის ახალი მოწყობილობა წარადგინა

ვრცლად
12.სექტემბერი.2018 16:07
1433

Bloomberg კომპანია Bitfury-ზე სტატიას აქვეყნებს

ვრცლად
25.ივლისი.2018 12:18
666

ევროპაში კრიპტოვალუტით პროდუქციის შეძენა შესაძლებელი გახდება

ვრცლად
25.ივლისი.2018 11:47
508

Bitcoin-ის ფასმა 2 კვირაში $2000-ით მოიმატა

ვრცლად
06.ივლისი.2018 13:56
758

"რა სიკეთეს მოუტანს ციფრული ეკონომიკის განვითარება და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა საზოგადოებას“

ვრცლად
03.ივლისი.2018 15:22
258

კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია $34 მილიარდით გაიზარდა

ვრცლად