02.თებერვალი.2016 15:03
ეკონომიკა

"რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბიზნეს-ლოგიკაში არ ჯდება"

"რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბიზნეს-ლოგიკაში არ ჯდება"
"რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბუნებრივია არანაირ ბიზნეს-ლოგიკაში არ ჯდება", - აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია მაესტროს დირექტორმა ბაია გადაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შესაძლებელია იყოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა.
 
"ტელეკომპანია მაესტროს მეწილეების ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები, დღეს აღმოჩნდნენ უმცირესობაში. ეს ვითარება გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველი გახდა ტელეკომოანია იმედის არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე. რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბუნებრივია არანაირ ბიზნეს-ლოგიკაში არ ჯდება. კომპანია, რომელსაც გააჩნია 50 მილიონიანი ვალი, ფინანსური თვალსაზრისით არ შეიძლება იყოს მიმზიდველი. ერთადერთი მიმზიდველობა, რაც შეიძლება ჰქონდეს მაესტროს – ეს არის მისი პოლიტიკური მიმზიდველობა, რაც ეფექტიანი მენეჯმენტის და სარედაქციო დამოუკიდებლობის წყალობით მას გამოარჩევს ქართულ ტელებაზარზე. მე თითქმის 3 წელია მაესტროს დირექტორი ვარ, თუმცა გაცილებით დიდი ხანია, რაც ამ არხზე ვმუშაობ. ჩვენ ყველას ყოველთვის გვაერთიანებდა საერთო ღირებულებები და ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულების ერთგულები იყვნენ. დღეს კი ვითარება იმგვარია, რომ ზოგიერთისთვის ღირებულებებს ჰქონია სრულიად კონკრეტული ფასი.

წილის გამყიდველების – ბატონების ებრალიძის და ჩიკვაიძის 1 % წილი არის მინუს 460 ათასი ლარი დაახლოებით. მათ არც შემოქმედებით და არც ფინანსურ ნაწილში არასოდეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, ფინანსურად მხოლოდ ერთი დამფუძნებელი იღებდა მონაწილეობას, - ეს იყო მაკა ასათიანი. ისინი ხელფასს იღებდნენ წლების განმავლობაში და მაშინ, როდესაც სრულიად გაურკვეველი იყო მათი სამსახურეობრივი პოზიციები და ფუნქციები. 3 წელია მაესტროს დირექტორი ვარ და სამჯერ არ მინახავს გიორგი ებრალიძე და არც თავისი უკმაყოფილების შესახებ გამოუთქვამს აზრი. ის ამბობს, რომ მის სახელს არ უნდა უკავშირდებოდეს დღევანდელი მაესტრო. და ეს ასეც არის. მის სახელს მართლაც არაფერი უკავშირდება არაფერი ამ ტელევიზიაში რომელშიც ჩემი მენეჯმენტის ქვეშ ჩაიდო რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია, განახლდა ტელევიზიის შეფუთვა, სატელევიზო სტუდიები, შეიქმნა ახალი ფორმატები და სხვა.

განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შესაძლებელია იყოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა, რის გამოც მე არ ვაპირებ ტელეკომპანია მაესტროში მუშაობას პარტნიორების კონფიგურაციის პირობებში. მე ველოდები პარტნიორების საბოლოო გადაწყვეტილებას და მანამდე ვასრულებ ჩემს უფლებამოსილებას”, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.



19.ნოემბერი.2018 23:58
622

პრემიერი საპენსიო სესხებზეც ახალ ინიციატივას აანონსებს

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 21:00
99

"1.5 მილიარდი ლარი, შეიძლებოდა უკეთეს ინიციატივას მოხმარებოდა"

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 19:20
68

რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოება იზრდება

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 19:00
89

ნიკოლოზ გაგუა: ბოლო წლებში, ასობით სახელმწიფო საწარმოს ოპტიმიზაცია განხორციელდა

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 17:09
751

ლარი გამყარდა

ვრცლად
19.ნოემბერი.2018 16:40
136

IMF "ვალების განულებაზე": მსგავს ნაბიჯებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ

ვრცლად