მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში 1.8 მლნ-ზე მეტი ადამიანი აიცრა

BM.GE
22.12.20 09:06
309
ბლუმბერგი მსოფლიოს ცხრა ყველაზე პერსპექტიული ვაქცინის განვითარებას ადევნებს თვალყურს. მთლიანობაში, სულ ექვსი ვაქცინა არის ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი გამოყენებისათვის, ისიც შეზღუდული რაოდენობით და მინიმუმ ექვს ქვეყანაში. საგულისხმოა, რომ ქვეყნებმა მილიარდობით დოლარი დახარჯეს ვაქცინების ახალი ტექნოლოგიების შესაქმნელად, ათასობით მოხალისეზე ჩაატარეს ტესტირება იმისთვის, რომ წარმოების მასშტაბები გაზრდილიყო და პრეპარატები რეკორდულ დროში ბაზარზე გაეტანათ. ეს ნაბიჯები თავისთავად, არ არის საკმარისი გლობალური მოსახლეობის სრული ვაქცინაციისთვის.