15.მარტი.2016 18:51
ეკონომიკა

"ქვეყანაში მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდა, ლარის მასა კი არ გაზრდილა და შედეგად ლარი გამყარდა"

"ქვეყანაში მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდა, ლარის მასა კი არ გაზრდილა და შედეგად ლარი გამყარდა"
ლარმა დოლარის მიმართ მინიმალურ კურსს 2.50-ს მიმდინარე წლის 28 იანვარს მიაღწია. თებერვალში ლარი 2 თეთრით გამყარდა, მარტიდან კი სწრაფი გამყარება დაიწყო და 15 მარტს ოფიციალურმა კურსმა 2.36 შეადგინა. ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე კი კურსი 2.32-მდე შემცირდა.

"ფორბსმა" ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით, კომენტარი ეკონომისტ ბესო ნამჩავაძეს სთხოვა.
 
ნამჩავაძის თქმით: "ლარის გამყარებას ობიექტური მიზეზები აქვს. თებერვლის საგარეო ვაჭრობის, ფულადი გზავნილების და ტურიზმის სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებებით სიტუაცია გაუმჯობესდა. თებერვალში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. ასევე, თებერვალში, იანვართან შედარებით, ექსპორტი 37 მილიონი დოლარით გაიზარდა, იმპორტიც გაიზარდა 144 მილიონი დოლარით, მაგრამ ეს ზრდა მთლიანად C ჰეპატიტის წამლების იმპორტზე მოდის, რომელშიც რეალურად თანხა არ გადაგვიხდია, ამერიკული კომპანია გვჩუქნის. C ჰეპატიტის წამლების ღირებულების გამოკლებით, თებერვალში იმპორტი დაახლოებით 50 მლნ დოლარით შემცირდა. ფულადი გზავნილები თებერვალში, იანვართან შედარებით, 13 მილიონი დოლარით გაიზარდა. სამივე აღნიშნულ მიმართულებაში ზრდა გვაქვს. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია მარტშიც გაგრძელდა.

თებერვალ-მარტის ინვესტიციებზე მონაცემები ჯერ არ გვაქვს და არ ვიცით ამ მხრივ რა მიმართულებაა. ლარის მასას რაც შეეხება, მართალია, თებერვალში ბიუჯეტიდან თანხა დეფიციტურად, ნაშთების გამოყენებით იხარჯებოდა, მაგრამ ბიუჯეტის ხარჯების ფულის მასაზე გავლენა ეროვნული ბანკის მიერ სხვა წყაროებიდან ფულის ამოღებამ გააბათილა. მაგალითად, რეფინანსირების სესხები 160 მლნ ლარით შემცირდა. ჯამში, ლარის მასა არ გაზრდილა. ეს ეკონომიკური ზრდისთვის ცუდია, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსს ეხმარება. მოკლედ, ასეთი სურათია, ქვეყანაში მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდა, ლარის მასა კი არ გაზრდილა და შედეგად ლარი გამყარდა".

Forbes.ge



25.მარტი.2019 17:00
94

გადაიხდიან თუ არა ხმის ჩამხშობი აპარატურის ფულს ღამის კლუბები? - მერიის პასუხი

ვრცლად
25.მარტი.2019 16:20
212

„წერტი“ - თბილისში სოფლის ნობათის ახალი მაღაზია იხსნება

ვრცლად
25.მარტი.2019 16:05
458

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: “ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მიღწევა საკმაოდ რთულია”

ვრცლად
25.მარტი.2019 15:45
57

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა

ვრცლად
25.მარტი.2019 15:30
124

სერგეენკო სოცმუშაკების გაფიცვაზე: მათი არჩევანი გაკეთებულია, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ

ვრცლად
25.მარტი.2019 15:12
55

ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების საზღვაო უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზრდება

ვრცლად