მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მყარდება ლარი? - ალექსანდრე რატიშვილი და მიხეილ ფარულავა ანალიტიკაში

BM.GE
05.06.20 20:30
2573
ლარის უახლესი მონაცემი 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა. კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით 2 ლარი და 79 თეთრი შეადგინა, შედეგად ლარი ბოლო 2.5 თვის მაქსიმალურ ნიშნულამდე გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2 ლარი და 96 თეთრი შეადგინა.

რატომ მყარდება ლარი? - კითხვაზე მთელი კვირის მანძილზე სხვადასხვა ტიპის პასუხებს ისმენდით ან კითხულობდით ჩვენს ვებ გვერდზე bm.ge. ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ აქ პირველ რიგში თავის როლს დადებითი მოლოდინები თამაშობს; ანალიტიკოსი აკაკი ცომაია - მაგალითად - ამბობს, რომ ხალხს ფული არ აქვს და ეს არის ძირითადი მიზეზი, თუ რატომაც მყარდება ლარი; ეკონომიკის მინისტრმა კი თქვა, რომ ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს და მათ შორის არის მთავრობის დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკაც.

“თქვენი მოსაწონი მომენტი ვერ დადგა” - ასეთი იყო ნათია თურნავას პირველი რეპლიკა, როცა ახლა უკვე ლარის გამყარების კონტექსტში დაისვა კითხვა მისი მისამართით.

სტუმრები: ალექსანდრე რატიშვილი - „საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ფარულავა - ჯორჯიან ბეიქერსის დირექტორი და თანადამფუძნებელი