29.დეკემბერი.2015 13:18
საზოგადოება

"პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს საცობებისგან განტვირთავს"

"პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს საცობებისგან განტვირთავს"
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო გზის პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის თანახმად, პუშკინის სკვერის მიმდებარედ, ესტაკადის მშენებლობა იგეგმება, რომლის მეშვეობითაც ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა აღდგება. დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
 
„პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა საცობებისგან განტვირთავს დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, კერძოდ მაჩაბელის, კოტე აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, ლესია უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

აღსანიშნავია, რომ ესტაკადა ამოვარდნილი არ იქნება არსებული კონცეფციიდან, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება. ამასთან, ესტაკადის დონე თითქმის არსებული გზის დონის შესაბამისი იქნება“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.

„პუშკინის სკვერის მიმდებარედ ესტაკადის მშენებლობა გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ქალაქისათვის. ჩვენ ძალას არ ვიშურებთ, რათა დედაქალაქი, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, კიდევ უფრო ეფექტურად განვავითაროთ და როგორც ხედავთ, ეს პროცესი სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. მიუხედავად იმისა, რომ საგზაო სამუშაოების განხორციელებისას, მოქალაქეებს, ხშირად, გადაადგილების პრობლემა ექმნებათ და გარკვეულ მონაკვეთებში გვხვდება საცობები, თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროექტები ჩვენი ქალაქის მომავალია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რამდენიმე წელიწადში თბილისი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით განვითარებულ და კეთილმოწყობილ ქალაქად იქცეს. აქვე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პუშკინის გზის მშენებლობის პროექტი მოძრაობის შეზღუდვების გარეშე განხორციელდება. შესაძლებლობების ფარგლებში, თბილისის მერია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ახალი, მასშტაბური პროექტები მოქალაქეებისთვის დამატებითი პრობლემების შექმნისა და საგზაო მოძრაობის შეზღუდვების გარეშე განხორციელდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ორმხირვი მოძრაობის აღდგენა განხორციელდება ისე, რომ მას შეხება არ ექნება და არ დააზიანებს გათხრის შედეგად აღმოჩენილ ძველ ქალაქს. ასევე, იგეგმება არსებული გზის გაფართოება და სავალი ნაწილის მოწყობა, გამომდინარე აქედან, მონაკვეთი ტურისტლი თვალსაზრისით და ვიზიტორების გადაადგილების კუთხით, უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდება.

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობის პროექტის გასახორციელებლად თბილისის მერიამ ორი ტენდერი ჩაატარა. ერთი - პუშკინის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილის გაფართოების მიზნით (ხიდის მშენებლობა) პროექტირებაზე, რომელშიც მონაწილეობა შპს "საქგზამეცნიერება"-მ მიიღო და გაიმარჯვა 139.999.92 ლარით, ხოლო მეორე ტენდერი, უშუალოდ, სამუშაოების შესრულებას შეეხებოდა, რომელშიც ოთხი კომპანია მონაწილეობდა და ყველაზე დაბალი ფასი შპს ‘’სევერო ზაპადმა’’ წარმოადგინა, თუმცა სამუშაო გამოცდილების დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, აღნიშნულმა კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო. გამომდინარე აქედან, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა 3 950 000 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება მომდევნო დაბალი ფასის შეთავაზების მქონე კომპანია CRP-სთან 11 დეკემბერს გააფორმა. სამუშაოების შესრულების ვადად 210 დღე განისაზღვრა.



25.მაისი.2018 20:26
29

26 მაისს აეროპორტების მგზავრებს ღვინო და ტკბილეული დაურიგდებათ

ვრცლად
25.მაისი.2018 17:44
21

"არემჯის" მხადაჭერით ანსამბლი „მართვე“ სოლო კონცერტს გამართავს

ვრცლად
25.მაისი.2018 14:43
21

თიბისი ბანკი გამოფენას - „100 წელი საქართველოს I დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან“ უმასპინძლებს

ვრცლად
25.მაისი.2018 14:39
22

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით იტალიური ხელოვნების გამოფენები გაიხსნა

ვრცლად
25.მაისი.2018 14:20
226

"სექტემბერში თბილისს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა ექნება"

ვრცლად
25.მაისი.2018 14:00
61

მერიის დაფინანსებით პროფესიულ განათლებას 700 სტუდენტი იღებს

ვრცლად