12.ივლისი.2018 17:20
ეკონომიკა

"პრობლემები ენერგეტიკაში ძალიან აქტიურად იჩენს თავს"

"პრობლემები ენერგეტიკაში ძალიან აქტიურად იჩენს თავს"
ენერგეტიკა არ იყო ნომერი ერთი პრიორიტეტი ეკონომიკის სამინისტროში,- ამის შესახებ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველი ლევან ვეფხვაძე აცხადებს.

ის ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ქობულიას რეკომენდაციების აძლევს და აღნიშნავს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ სექტორის განვითარება გარკვეულწილად შეფერხებული იყო.

"ახლა თუ ვერ ვგრძნობთ პრობლემებს ენერგეტიკაში, ეს პრობლემები გარკვეული პერიოდის შემდეგ ძალიან აქტიურად იჩენს თავს, რადგან ახლა ჩვენ ვართ რეფორმირების პერიოდში. საქართველო გაერთიანებულია ენერგეტიკულ გაერთიანებში, შესაბამისად, ძალიან ბევრი ახალი რეგულაციაა მისაღები და დროში ისე ვიჭედებით, ვეღარც ვასწრებთ გააზრებას, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან.

მეორე მხრივ, სამწუხაროდ, ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ დავკარგეთ ის ადამიანური რესურსი, რომელსაც ეს უნდა შეესწავლა და რეკომენდაციები მიეცა. ამ კუთხით პროცესები იყო შეფერხებული, ენერგეტიკა არ იყო ნომერი ერთი პრიორიტეტი ეკონომიკის სამინისტროში, რაც იყო ძალიან ცუდი. ამ რეფორმირების დროში, როდესაც მთელი ეკონომიკა შეიძლება, ენერგეტიკის გამო პრობლემებში აღმოჩნდეს, ენერგეტიკა უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი და ამ კუთხით გვაიმედებს ის გამოცდილება, რაც აქვს ეკონომიკის მინისტრს",- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

მისივე თქმით, ენერგეტიკაში მთავარი გამოწვევა ისაა, რომ მოხმარება იმაზე მაღალი ტემპებით იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რაც გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში ენერგო ინტენსიური ინდუსტრიები ვითარდება.

"თუ მოხმარება იზრდება და ჩვენი გენერაციის ობიექტები ვერ გაწვდება წარმოებას, ეს ნიშნავს, რომ რაღაცაში სადღაც დავაგვიანეთ და ვერ წავახალისეთ გენერაციის ობიექტები, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართ იყოს მკაფიო ხედვა, რაც ახლა არ გვაქვს",- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ეკონომიკის მინისტრის კანდიდატად გიორგი ქობულია დასახელდა
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი



21.ივლისი.2018 18:20
197

ქუმსიშვილის მიერ 12 თებერვალს საგამოძიებო სამსახურში გაგზავნილ წერილზე უწყება პირველ განმარტებას აკეთებს

ვრცლად
21.ივლისი.2018 16:24
529

ვასილ ახრახაძე: ტექდათვალიერების სქემა თავიდანვე იწვევდა ეჭვებს

ვრცლად
21.ივლისი.2018 13:54
546

რას ითხოვს პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროსგან - ქობულიას უწყება განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
20.ივლისი.2018 20:00
487

""საგადასახადო არდადეგების" რეფორმა აუცილებლად უნდა გატარდეს"

ვრცლად
20.ივლისი.2018 18:57
79

"მთავრობის დაპირებები კარგი სასტარტო მაჩვენებელია ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისთვის"

ვრცლად
20.ივლისი.2018 18:00
277

ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც ყველაზე დიდი ჩამორჩენაა

ვრცლად