17.თებერვალი.2016 16:13
კრიპტოვალუტები

"პრემიერის დაანონსებული ანტირეფორმა, იმ მიღწევებს დაანგრევს, რაც საქართველოს განათლების სისტემაშია"

"პრემიერის დაანონსებული ანტირეფორმა, იმ მიღწევებს დაანგრევს, რაც საქართველოს განათლების სისტემაშია"
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება. განათლების სისტემა ერთ-ერთია იმ ოთხი ძირითადი რეფორმიდან, რომელიც პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააჟღერა.
 
განათლების რეფორმის თანახმად, სახელმწიფო რესურსი უმაღლეს განათლებაში კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით განაწილდება. რეფორმის დეტალებზე პრემიერმა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"ეს არ იქნება მხოლოდ ახალგაზრდობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფო რესურსი განაწილდება იმის მიხედვით, რა მოთხოვნები იარსებებს ხუთწლიან პერსპექტივაში. გამოთავისუფლებული რესურსი, საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის მოდელებით განაწილდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიცვლება დღეს არსებული ვითარება, როდესაც ჩვენ ყოველწლიურად ვაწარმოებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს", - განაცხადა პრემიერმა.

აღნიშნულ ინიციატივას ნეგატიურად აფასებს თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი, ვატო ლეჟავა. როგორც ლეჟავამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, მთავრობა ვერ განსაზღვრავს თუ რამდენი კადრი იქნება საჭირო კონკრეტულ ინდუსტრიაში 5 წლის შემდეგ. მისი თქმით, სტუდენტს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს, თუ რომელ სფეროში სურს საქმიანობა.

"ვქმნით პრობლემებს და შემდეგ გვსურს ეს პრობლემები გადავლახოთ. პრემიერის გამოსვლა სწორედ ამას მაგონებს, რადგან ჯერ გადავწყვიტეთ რომ სახელმწიფომ გაარკვიოს რამდენი სპეციალისტი გვჭირდება და შემდეგ გვინდა ამ პროცესის გადაჭრა მოვახდინოთ საუკეთესო გზით.

მე არ მესმის გერმანული მოდელი რა არის, ეს უბრალოდ კარგად ჟღერს და ალბათ უნდათ ნაცარი შემოგვაყარონ თვალში. მავრობამ თავი უნდა დაანებოს იმის განსაზღვრას ვის რამდენი სპეციალისტი სჭირდება. საქართველოში საკმაოდ ლიბერალური და სწორი მოდელია, როდესაც სახელმწიფო თანაბარ პირობებზე აფინანსებს სტუდენტებს და სტუდენტები თვითონ წყვეტენ იურისტები გამოვიდნენ თუ ვეტერინარები. ეს მთავრობის საქმე არ არის, - ეს იმ ადაიანების საქმეა ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს. ფილოსოფოსებს ან არქეოლოგებს რატომ უფასოდ ვამზადებთ? ვინმემ იცის რამდენი ფილოსოფოსი ან არქეოლოგი გვჭირდება?

შეუძლებელია იმის განსაზღვრა 5 წლის შემდეგ რამდენი კადრი იქნება საჭირო. რეალურად ეს არის ანტირეფორმა, რომელიც იმ მიღწევებს დაანგრევს, რაც საქართველოს განათლების სისტემაშია. ამით შემოვა კადრების დაგეგმვის სოციალისტური სისტემა. საბჭოთა კავშირმა იცოდა რამდენი ფეიქარი სჭირდებოდა, მაგრამ საბაზრო ეკონომიკაში ეს როგორ უნდა განისაზღვროს არ ვიცი.

ეს არ არის რეფორმა ეს არის ანტირეფორმა და ამას ყველამ უნდა შეუშალოს ხელი", - აცხადებს ლეჟავა.



18.მაისი.2018 16:46
60

ეროვნულ ბანკში კრიპტოვალუტების საზედამხედველო მიდგომებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ვრცლად
17.მაისი.2018 18:18
146

აზერბაიჯანს კრიპტოვალუტების ოპერაციების დაბეგვრა სურს

ვრცლად
16.მაისი.2018 12:10
334

"საქართველოს უნივერსიტეტმა" ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სწავლება დაიწყო

ვრცლად
10.მაისი.2018 13:10
215

"საქართველომ ხელი უნდა შეუწყოს მცირე ბლოკჩეინ კომპანიებს"

ვრცლად
10.მაისი.2018 12:18
637

"საქართველომ უნდა იამაყოს, რომ კრიპტოვალუტების მოპოვებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა"

ვრცლად
10.მაისი.2018 10:00
246

Oracle ახალ ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს ნერგავს

ვრცლად