29.მარტი.2016 13:23
ეკონომიკა

"ოთხი წელია გადაწყვეტილებას უშედეგოდ ველით", - ირაკლი პეტრიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

"ოთხი წელია გადაწყვეტილებას უშედეგოდ ველით", - ირაკლი პეტრიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმდჯომარის, ირაკლი პეტრიაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ღია წერილით მიმართავს. ირაკლი პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ უკვე ოთხი წელია, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული სამუშაო დროის მარეგულირებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. შესაბამისი სარჩელი, რომელიც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, მოსარჩელეებთან ილია ლეჟავასა და ლევან როსტომაშვილთან ერთად მოამზადა, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 2013 წლის 15 ოქტომბერს მიიღო.
 
"სამი წლის წინ, გადაწყვეტილების გამოსატანად გასული კოლეგია, სასამართლო დარბაზში ჯერაც არ დაბრუნებულა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის არ უცნობებია - რა გადაწყვიტა საქმეზე, რომელსაც მანამდე კიდევ წელიწადნახევრის განმავლობაში ეცნობოდა და იხილავდა...

გასული ოთხი წლის განმავლობაში კი ასობით ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ისევ შეილახა და ათასობით ადამიანს ზიანი მიადგა.

ეს არ არის კერო სამართლებრივი დავა, ეს არის დავა, რომელიც ათასობით ადამიანის ცხოვრების და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის წამოვიწყეთ, რადგან ნორმა რომლის გაუქმებასაც ვითხოვთ წინააღმდეგობაში მოდის ცივილიზებული სამყაროს, საერთშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან.

ახლა 2016 წელია და ჩვენ უკვე ოთხი წელია ვითხოვთ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული სამუშაო დროის მარეგულირებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (შრომის კოდექსის მე-14 მუხლი). შესაბამისი სარჩელი, რომელიც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, მოსარჩელეებთან ილია ლეჟავასა და ლევან როსტომაშვილთან ერთად მოამზადა, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 2013 წლის 15 ოქტომბერს მიიღო. 2014 წლის ივლისში კი საქმის არსებითი განხილვა დაასრულა და გავიდა გადაწყვეტილების გამოსატანად. მიუხედავად საკითხის აქტუალობისა, მემატებული საზოგადოებრივი ინტერესისა და მასშტაბისა იმდენად, რამდენადაც ეს ეხება ყველა დასაქმებულ ადამიანს, სასმართლოს სადაო საკითხზე დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება.

ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როცა არაერთი პოლიტიკურად ანგაჟირებული თუ საზოგადოებისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო, დიდი ინტერესის მქონე სხვა საქმის განხილვა, სასამართლოში კვირის განმავლობაში რამდენჯერმეც კი ჩანიშნულა გადაწყვეტილებაც უმოკლეს ვადებში გამოუტანია, მოსარჩელე ხან გაუმართლებია ხან გაუმტყუნებია.

ჩვენ და ათასობით დასაქმებული კი ოთხი წელია გადაწყვეტილებას უშედეგოდ ველით.

რაც შეეხება კონკრეტულად საქმეს,

აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც ვითხოვთ, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. თუმცა ამავე მუხლით, კანონმდებელმა შემოიტანა "სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოს" ცნება, დაადგინა ბუნდოვანი რეგულაცია და ნორმირებულ სამუშაო კვირად განსაზღვრა 48 საათი, იმ საწარმოებისთვის, სადაც შრომითი პროცესი ითვალისწინებს „8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს“.

მოგვიანებით კი, მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ფაქტობრივად ეკონომიკის ყველა დარგი მიაკუთვნა „სპეციფიკურ რეჟიმს“, რამაც გამოიწვია ის, რომ დამსაქმებელს დარჩა გაუმართლებლად ფართო დისკრეცია, ცალმხრივად განესაზღვრა საწარმოს სპეციფიკა და მისი მუშაობის რეჟიმი.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, აღნიშნული რეგულაცია შრომის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპის საწინააღმდეგოდ მიიჩნია და დასაქმებულთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად მიიჩნია და 2013 წლიდან, სასამართლოსგან ელოდება ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაო და მასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურება წარმოადგენს არაერთი შრომითი დავის საფუძველს. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და არაერთი მასშტაბური გაფიცვა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს საკითხს.

ამ პირობებში კი, სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს საკანონმდებლო დონეზე არსებული პრობლემის აღმოფხვრისთვის. გადაწყვეტილების გაჭიანურება დასაქმებულებს ზიანის აყენებს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უმოკლეს ვადებში გამოიტანოს გადაწყვეტილება, რათა მოხდეს დასაქმებულთა შელახული უფლებების აღდგენა კანონმდებლობის სრულყოფის გზით”, - აცხადებს პეტრიაშვილი.



18.მარტი.2019 22:00
6

მთის განვითარების ეროვნული საბჭომ დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

ვრცლად
18.მარტი.2019 21:17
87

„ვფიქრობ, ჰონგ კონგის კომპანიებმა საქართველოში ბიზნესის გაფართოება უნდა განიხილონ"

ვრცლად
18.მარტი.2019 21:02
120

„ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული"

ვრცლად
18.მარტი.2019 20:47
167

ედვარდ იაუ: „საქართველოში ჩამოვედით, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ურთიერთობის გაღრმავებას"

ვრცლად
18.მარტი.2019 20:32
371

„იპოთეკური სესხები შეიძლება 10-ჯერ შემცირებული იყოს, მაგრამ ჯერ კონკრეტული ციფრები არ გვაქვს“

ვრცლად
18.მარტი.2019 20:10
201

გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა

ვრცლად